"ეგონა, რომ ეს ჩანაწერები არ მქონდა... სიმართლე არასდროს დაიმალება" - რა ვიდეოს ავრცელებს სალომე გოგიაშვილი სკანდალურ დაპირისპირებაზე?
სალომე გოგიაშვილი ლიკა შენგელიასთან დაპირისპირებაზე მორიგ ვიდეოს ავრცელებს:
"მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ბოლო და უკანასკნელი ვიდეო, ამ თემასთან დაკავშირებით. მე ძალიან დავიღალე და თქვენც დაგღალეთ. რახან ამ ადამიანმა (ლიკა შენგელიამ) გადაწყვიტა, რომ დაუსრულებელი უნდა იყოს ეს ცილისწამება ჩემთან მიმართებაში, გადავწყვიტე, რომ წერტილი დავუსვა. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ვარ, გარდა იმისა, რომ ქალმა ოჯახი დამინგრია, არ ამთავრებს ტყუილს, შანტაჟს, ჩემზე წერას, ვის არ შევუთვალე, როგორ შევუთვალე, რომ დაამთავროს, მომიხადოს ბოდიში და მე ამაზე ხმის ამომღები არ ვარ-თქო და, მაგრამ ნუ ქალი არის შეუჩერებელი იმიტომ, რომ მას ეგონა, ეს ჩანაწერები არ მქონდა" - ამბობს ვიდეოში სალომე გოგიაშვილი.