მამუკა მდინარაძემ დაზვერვის შეფი ირაკლი ბერაია თანამდებობიდან გაათავისუფლა - "სუს-ში ჩემი გუნდით მივდივარ" - კვირის პალიტრა

მამუკა მდინარაძემ დაზვერვის შეფი ირაკლი ბერაია თანამდებობიდან გაათავისუფლა - "სუს-ში ჩემი გუნდით მივდივარ"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალარჩეული ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსი აღარ იქნება.

როგორც მდინარაძემ მედიასთან განაცხადა, ის სუს-ში „თავისი გუნდით მიდის“.

მისივე თქმით, მისი გუნდის წევრების შესახებ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.

„მოკლედ გეტყვით, ჩემი გუნდით მივალ. გაიგებთ ხვალვე. მიუხედავად იმისა, რომ [ირაკლი ბერაია] ჩვენი მეგობარია და ძალიან კარგი კადრია, მე ჩემი ხედვები მაქვს, ჩემი გუნდი მყავს,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მამუკამ მდინარაძემ სუს-ის უფროსის პოსტზე ანრი ოხანაშვილი შეცვალა. აღნიშნულ პოსტზე მდინარაძის კანდიდატურას პარლამენტის 85-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

"ინტერპრესნიუსი"