ბა­თუ­მის პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა - სად გააგრძელებს ირაკლი დგებუაძე საქმიანობას? - კვირის პალიტრა

ბა­თუ­მის პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა - სად გააგრძელებს ირაკლი დგებუაძე საქმიანობას?

ბა­თუ­მის პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

შსს-ში „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძე მუ­შა­ო­ბას ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­მარ­თალ­დაც­ვით სფე­რო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ცენ­ტრის უფ­რო­სის პო­ზი­ცი­ა­ზე აგ­რძე­ლებს.

ამ დრო­ი­სათ­ვის, ბა­თუ­მის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბას გოჩა ვა­ნა­ძე ას­რუ­ლებს, რო­მე­ლიც ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძის მო­ად­გი­ლის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და.

ცნო­ბის­თვის, ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძე ბა­თუ­მის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის პო­ზი­ცი­ა­ზე 2022 წლი­დან იმ­ყო­ფე­ბო­და.

გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად არის ცნო­ბი­ლი "ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა" და "ნეტ­გა­ზე­თის" დამ­ფუძ­ნებ­ლის მზია ამაღ­ლო­ბე­ლის საქ­მე­ში. გა­მო­ძი­ე­ბა მზია ამაღ­ლო­ბელს პო­ლი­ცი­ელ­ზე [ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძე­ზე] თავ­დას­ხმას ედა­ვე­ბა.