"აფხაზეთის ომიდან დაბრუნების შემდეგ დავიწყე ხატვა" - "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" მე­თა­ურ­ი განსხვავებული რაკურსით - კვირის პალიტრა

"აფხაზეთის ომიდან დაბრუნების შემდეგ დავიწყე ხატვა" - "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" მე­თა­ურ­ი განსხვავებული რაკურსით

უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ კი­ევ­ში სკვერს "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი"ს სა­ხე­ლი მი­ა­ნი­ჭეს. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბა, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი­ე­ვის სა­ქა­ლა­ქო საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტებ­მა მი­ი­ღეს. საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რის, ვიქ­ტო­რია მუ­ხას ინ­ფორ­მა­ცი­ით 26 მა­ი­სი­დან 8 ივ­ნი­სამ­დე ხმის მი­ცე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სა­ინ­ფორ­მა­ციო და სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მა "ციფ­რუ­ლი კი­ე­ვის“ სა­შუ­ა­ლე­ბით. შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, სა­ხელ­წო­დე­ბას "ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ლე­გი­ო­ნი“ მხა­რი და­უ­ჭი­რა 33 585-მა ადა­მი­ან­მა, რაც გა­მო­კი­თხულ­თა 79%-ია.

"ეს არ არის მხო­ლოდ ახა­ლი ტო­პო­ნი­მი დე­და­ქა­ლა­ქის რუ­კა­ზე, არა­მედ მად­ლი­ე­რე­ბი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის ნი­შა­ნი მათ­თვის, ვინც უკ­რა­ი­ნე­ლებ­თან ერ­თად იცავს ჩვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ასე­ვე, ეს არის უკ­რა­ი­ნე­ლი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხე­ბის მე­გობ­რო­ბის, ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და სა­ერ­თო ბრძო­ლის სიმ­ბო­ლო",“ - წერს მუხა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი“ 2014 წელს შე­იქ­მნა, რო­გორც უცხო­ელ მო­ხა­ლი­სე­თა და­ნა­ყო­ფი და უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად დონ­ბა­სის ომში ჩა­ერ­თო. "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი“ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში უცხო­ელ­თა პირ­ვე­ლი რაზ­მია.

"უკ­რა­ი­ნამ და­ა­ფა­სა ის, რომ "ქარ­თულ­მა ლე­გი­ონ­მა“ ღირ­სე­უ­ლად წა­რად­გი­ნა ქვე­ყა­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე. სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვის მი­ზე­ზიც სწო­რედ ეს არის“ - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" მე­თა­ურ­მა მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი:

mamulashvili9-36432-1756967203.jpg

- ეს იყო პი­რა­დად კი­ე­ვის მე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვა. დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში კარ­გად იცი­ან, "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ რამ­დე­ნი წევ­რი იბ­რძო­და კი­ე­ვის და კი­ე­ვის ოლ­ქის და­სა­ცა­ვად. ჩვენ გვქონ­და არ­ჩე­ვა­ნი - "ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ სა­ხე­ლი ქუ­ჩის­თვის დაგ­ვერ­ქმია თუ სკვე­რის­თვის. სა­ბო­ლო­ოდ, არ­ჩე­ვა­ნი სკვერ­ზე შე­ვარ­ჩი­ეთ, რად­გან იქ შე­საძ­ლე­ბე­ლია ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა და ძეგლის დად­გმა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის­თვის თავი გას­წი­რა და მათ­თვი­საც, ვინც დღე­საც იბ­რძვის "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ რი­გებ­ში. გააგრძელეთ კითხვა