"უკვდავების ელექსირი გვინდა": სკანდალური დიალოგი სი ძინ პინს, პუტინსა და კიმ ჩენ ინს შორის - როგორ ეძებენ გაახალგაზრდავების წამალს მსოფლიოს ლიდერები - კვირის პალიტრა

"უკვდავების ელექსირი გვინდა": სკანდალური დიალოგი სი ძინ პინს, პუტინსა და კიმ ჩენ ინს შორის - როგორ ეძებენ გაახალგაზრდავების წამალს მსოფლიოს ლიდერები

გა­მო­ცე­მა Bloomberg წერს, რომ პე­კინ­ში გა­მარ­თულ სამ­ხედ­რო აღ­ლუმ­ზე რუ­სე­თის, ჩი­ნე­თის და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რე­ბი სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა­ზე სა­უბ­რობ­დნენ. ამის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი გახ­და და­ახ­ლო­ე­ბით, 1-წუ­თი­ა­ნი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რით, რო­მე­ლიც მიკრო­ფო­ნებ­მა შემ­თხვე­ვით ჩა­ი­წე­რა. ამის შესახებ AMBEBI.GE წერს.

"ადრე ადა­მი­ა­ნე­ბი იშ­ვი­ა­თად აღ­წევ­დნენ 70 წელს. ახლა კი 70 წლის ასაკ­ში ისევ ბავ­შვი ხარ", - თქვა სი ძინ­პინ­მა.

მას პუ­ტი­ნი (ვი­დე­ო­ში ის­მის მისი სი­ტყვე­ბის ჩი­ნურ ენა­ზე თარ­გმა­ნი) ასე პა­სუ­ხობს:“ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით ორ­გა­ნო­ე­ბის შე­უ­ზღუ­და­ვად შეც­ვლა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი… რაც უფრო დიდ­ხანს იცხოვ­რე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, მით უფრო ახალ­გაზ­რდე­ბი გახ­დე­ბი­ან და ისი­ნი შეძ­ლე­ბენ უკ­ვდა­ვე­ბა­საც კი მი­აღ­წი­ონ".

ჩი­ნელ­მა ლი­დერ­მა მი­უ­გო: “ზო­გი­ერ­თი პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, ამ სა­უ­კუ­ნე­ში ადა­მი­ა­ნე­ბი შეძ­ლე­ბენ 150 წლამ­დე იცხოვ­რონ".

პუ­ტინ­სა და სი ძინ­პინს გვერ­დით ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რი კიმ ჩენ ინი მიჰ­ყვე­ბო­და. ჩა­ნა­წერ­ში ის­მის თარ­ჯიმ­ნის ფრა­ზა კო­რე­ულ ენა­ზე, სა­დაც ორ­გა­ნო­თა ტრან­სპლან­ტა­ცი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი.

ის, რომ ზოგიერთ ლიდერს "მუდმივი სიცოცხლე" სურს, საიდუმლო არ არის. ერთ-ერთი მათგანია პუტინი, რომელიც, რუსული ოპოზიციური მედიის მტკიცებით, ხან ირმების სისხლში ბანაობს, ხან შამანებს რჩევებს ეკითხება.

"კვირის პალიტრა" გასულ წელს რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინის უახლოესმა მეგობარმა მეცნიერებს სიბერის საწინააღმდეგო წამლის გამოგონება უბრძანა.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის ივნისში რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსეთის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს დაავალა სიბერესთან ბრძოლისთვის პროექტები მოემზადებინათ და წარედგინათ. უფრო კონკრეტულად კი, მეცნიერებს უნდა შეემუშავებინათ ისეთი სამედიცინო პროდუქტი, რომელიც უჯრედების დაბერებას შეაფერხებდა.

ასევე, მათ უნდა შეექმნათ იმუნური სისტემის კორექციის ახალი მეთოდი, რომელიც სიბერეში გამოვლენილ კრიტიკულ მაჩვენებლებს დაეფუძნებოდა.

„გვთხოვეს, სასწრაფოდ გაგვეგზავნა ჩვენი ნამუშევრები. ამასთან, წერილი მოვიდა, ასე ვთქვათ, დღეს, ეს ყველაფერი კი გუშინ უკვე გაგზავნილი უნდა გვქონოდა...“, - დაადასტურა საკითხი ჟურნალისტთან საუბრისას ერთ-ერთი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა.

სხვა ცენტრის წარმომადგენელმა კი აღიარა, რომ გაგიჟდა, როცა ეს „ქაღალდი“ ნახა.

„რა თქმა უნდა, ახლა ამ მოხუცი რუსი პოლიტიკოსების გარდა, სხვა არავინ გვყავს გამოსაჯანმრთელებელი ანუ ზუსტად ამ დროს, როცა ომი მიმდინარეობს, ყველა საქმე უნდა მივატოვოთ. ეს ცინიზმი შემაშფოთებელია“.

როგორც ისინი მედიასთან საუბრისას ამბობენ, სამინისტროსთვის ჯერ არაფერი გაუგზავნიათ და არც აპირებენ. სამინისტროდან გაგზავნილი წერილის შინაარსი კი უფრო თხოვნას ჰგავდა, მეცნიერებს რაიმე მაინც გაეგზავნათ.

რუსეთის ჯანმრთელობის სამინისტროს წერილი სამეცნიერო დაწესებულებებს მას შემდეგ გაეგზავნათ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ აუცილებელია, შეიქმნას ეროვნული პროექტი, რომელიც მოქალაქეთა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და მოფრთხილებისკენ იქნებოდა მიმართული.

პროექტი, რომელსაც „ახალი ტექნოლოგიები ჯანმრთელობის მოფრთხილებისთვის“ ეწოდა, პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტატიანა გოლიკოვამ წარადგინა და, როგორც ცნობილია, ის 2025 წლისთვის უნდა ამოქმედდეს. როგორც РИА Новости წერდა, პროექტი გულისხმობს ინოვაციური პროდუქტებითა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით რუსი მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივებას. გამოცემა „მედუზას“ ცნობით, პროექტის მთავარი ხელმძღვანელი მიხაილ კოვალჩუკია, რომელსაც „პუტინის საყვარელ ფიზიკოსსაც“ ეძახიან. რუსულ მედიაში ვკითხულობთ, რომ კოვალჩუკის ძმა - იური ბიზნესმენია და სწორედ ის არის პასუხისმგებელი პუტინის ფულსა და ქალებზე...

„ეს მიშა კოვალჩუკია, რომელიც მუდამ „რუსული გენის“ და სამუდამო სიცოცხლის შესახებ ბოდავს“, - აღნიშნავს კრემლთან დაახლოებული პირი ჟურნალისტთან საუბრისას.

რუსულ მედიაში აღნიშნავენ, რომ მეცნიერები მართლაც მუშაობენ ამ საკითხზე და ეს პროექტი არა რიგითი მოქალაქეების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, არამედ - პუტინის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის შეიქმნა.