"გადამწყვეტი ჩვენი ფეხბურთელის გაძევება იყო. მანამდე ვდომინირებდით, საქართველოს ნაკრებმა დიდი განვითარება გაიარა" - რა კომენტარი გააკეთა თურქეთის მწვრთნელმა მატჩის შემდეგ?
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე თურქეთთან 2:3 დამარცხდა. ნამატჩევს კომენტარი მეტოქე გუნდის მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ გააკეთა:
"რა თქმა უნდა, გადამწყვეტი ჩვენი ფეხბურთელის გაძევება იყო. მანამდე ვდომინირებდით. ამის შემდეგ ინიციატივა დავკარგეთ. საქართველოს ნაკრების წინა თამაშებიდან გამომდინარე მოვემზადეთ, განსაკუთრებული მზადება არ გვქონია.
ეს მატჩი წინადან განსხვავებული იყო. საქართველოს ნაკრებმა დიდი განვითარება გაიარა. ჩვენ საკმაოდ გაგვიჭირდა, მით უმეტეს, ტურნირის სტარტი ყოველთვის რთულია. ჩვენი ნაკრები ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიდის და ვითარდება".