"შთაბეჭდილება მრჩება, რომ ივანიშვილი ხაზარაძით ერთობა, მისი დაცინვა აბედნიერებს", - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებაზე
"შთაბეჭდილება მრჩება, რომ ივანიშვილი ხაზარაძით ერთობა. მისი დაცინვა აბედნიერებს. არ გამიკვირდება პლუშის ხაზარაძე რომ ჰქონდეს სახლში...." - ამის შესახებ ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს მოწყალებად შეწყალება ერგოთ.
P.S. გამოდით "არჩევნებიდან", ბოლომდე თავებს ნუ გაწირავთ ყაველაშვილობისთვის", - წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ყაველაშვილმა პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.
როგორც ყაველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, "მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება".