"ყაველაშვილმა ხაზარაძე და ჯაფარიძე შეიწყალა, რა სირცხვილი, ქუჩაში როგორ უნდა იარონ" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი - კვირის პალიტრა

"ყაველაშვილმა ხაზარაძე და ჯაფარიძე შეიწყალა, რა სირცხვილი, ქუჩაში როგორ უნდა იარონ" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

"ყაველაშვილმა ხაზარაძე და ჯაფარიძე შეიწყალა, რა სირცხვილი, ქუჩაში როგორ უნდა იარონ", - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ყაველაშვილმა პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.

როგორც ყაველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, "მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება".