"ლელოში" თუ ვინმე დარჩით ნორმალური,  უნდა გამორბოდეთ, მიწა უნდა გეწვოდეთ ფეხქვეშ" - ანა წითლიძე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებაზე - კვირის პალიტრა

"ლელოში" თუ ვინმე დარჩით ნორმალური,  უნდა გამორბოდეთ, მიწა უნდა გეწვოდეთ ფეხქვეშ" - ანა წითლიძე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე მიხეილ ყაველაშვილის მიერ "ლელოს" ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას ეხმაურება.

"მიხეილ ყაველაშვილი: "რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება, მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე:

ეს სიტყვები რომ მე მეხებოდეს - სიკვდილს ვინატრებდი და გარეთ არ გამოვიდოდი. 20/22 წლის ბიჭები, სინდისის პატიმრები არ გატყდნენ და შეუპოვრად იბრძვიან. "ლელოში" თუ ვინმე დარჩით ნორმალური, უნდა გამორბოდეთ. მიწა უნდა გეწვოდეთ ფეხქვეშ!" - წერს წითლიძე.