"ახლა ვინც ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ლანძღავს, უნდა იცოდეს, რომ ამ აქტის მიზანი სწორედ მათი წამოკიდება იყო…" - გია ხუხაშვილი "ლელოს" ლიდერების შეწყალებაზე
"ახლა ვინც ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ლანძღავს, უნდა იცოდეს, რომ ამ აქტის მიზანი სწორედ მათი წამოკიდება იყო…" - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ყაველაშვილმა პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.
როგორც ყაველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, "მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება".
ამ შეწყალებას ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.