"არის პარალიზების რისკიც, ანტონს რთული ოპერაცია ელის, თავის ქალა უნდა აიხადოს..." - რას ჰყვება ანტონ ჩეჩინის მეუღლე? - კვირის პალიტრა

"არის პარალიზების რისკიც, ანტონს რთული ოპერაცია ელის, თავის ქალა უნდა აიხადოს..." - რას ჰყვება ანტონ ჩეჩინის მეუღლე?

პრო­ევ­რო­პულ აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე ოთხი პი­რი­დან, რო­მელ­თაც ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში ედე­ბო­დათ ბრა­ლი, ერ­თის გარ­და ყვე­ლა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქეს, ან­ტონ ჩე­ჩინს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ჯვე­ბე ნა­ჭყე­ბი­ამ 8 წლი­თა და 6 თვის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ან­ტო­ნი 2024 წლის 3 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვეს და მას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც გა­ირ­კვა, ან­ტონს ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა აქვს - "პა­ცი­ენტს მარ­ჯვე­ნა შუბლ-თხე­მის მი­და­მო­ში აღე­ნიშ­ნე­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი სა­ხის ქსო­ვი­ლი. თა­ვის ტვინ­ში ნე­ბის­მი­ერ­მა წარ­მო­ნაქ­მნმა, შე­საძ­ლოა, პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს, ამი­ტომ ამოკ­ვე­თი­ლი და შეს­წავ­ლი­ლი უნდა იყოს“, - ამის შე­სა­ხებ ან­ტონ ჩე­ჩი­ნის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მოწ­მე ექიმ­მა, ნე­ი­რო­ქი­რურ­გმა ედი­შერ მა­ღა­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის გარ­და, პე­რი­ო­დუ­ლო­ბით კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და წარ­მო­ნაქ­მნის მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლია სა­ჭი­რო“.

screenshot-2025-09-05-161940-1757074934.png

ცნო­ბი­სათ­ვის, ან­ტო­ნი რუ­სეთ­ში ან­ტი­პუ­ტი­ნის­ტურ აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, და­კა­ვე­ბუ­ლიც იყო და ოკუ­პანტ ლი­დერს სტრას­ბურ­გში საქ­მეც მო­უ­გო. მის მი­მართ რეპ­რე­სი­ე­ბი იმით დას­რულ­და, რომ სამ­შობ­ლო იძუ­ლე­ბით და­ტო­ვა და თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და. ან­ტონ­მა აქ გა­აგ­რძე­ლა პრო­ტეს­ტი, მუდ­მი­ვად და­დი­ო­და პრო­ევ­რო­პულ აქ­ცი­ებ­ზე, ასე­ვე, აპ­რო­ტეს­ტებ­და უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ომს."ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი სას­ჯე­ლი, ან­ტონს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ევ­რო­პუ­ლი მოძ­რა­ო­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის მი­ე­სა­ჯა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, სხვა არაფ­რის­თვის“, - ამ­ბობს ან­ტო­ნის მე­უღ­ლე მა­ნა­ნა (მან­ჩო) სამ­ხა­რა­ძე და ციმ­ბი­რე­ლი ბი­ჭის თბი­ლი­სუ­რი ის­ტო­რი­ის თხრო­ბას მისი და­კა­ვე­ბის დღი­დან იწყებს.

screenshot-2025-09-05-161954-1757074935.png

მა­ნა­ნა სამ­ხა­რა­ძე:

- ან­ტო­ნი კა­ფე­ში მუ­შა­ობ­და. 3 დე­კემ­ბრის დი­ლას სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ო­და და სა­დარ­ბა­ზო­დან გა­ვი­და თუ არა, და­ა­კა­ვეს. ან­ტო­ნი უდა­ნა­შა­უ­ლოა და მისი და­კა­ვე­ბა აქ­ცი­ებ­ზე აქ­ტი­ვო­ბებს უკავ­შირ­დე­ბა, ის ყო­ველ დღე და­დი­ო­და რუს­თა­ველ­ზე და სა­მიზ­ნე­ში ამო­ი­ღეს. შარ­შან და­ა­ჯა­რი­მეს კი­დეც, და­კა­ვე­ბამ­დე ორი კვი­რით ადრე და­ი­ჭი­რეს და და­ე­მუქრნენ, თუ არ გა­ჩერ­დე­ბი, ინა­ნე­ბო. წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, ნარ­კო­ტი­კე­ბის თემა სა­ი­დან წა­მო­ვი­და, ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვია ამ ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა და ყვე­ლა­ზე დიდი სას­ჯე­ლიც ამას მოს­დევს. გააგრძელეთ კითხვა