თეონა აქუბარდია გიორგი გახარიას პარტიასთან ერთად პოლიტიკურ საქმიანობას აღარ გააგრძელებს - რას წერს პოლიტიკოსი? - კვირის პალიტრა

თეონა აქუბარდია გიორგი გახარიას პარტიასთან ერთად პოლიტიკურ საქმიანობას აღარ გააგრძელებს - რას წერს პოლიტიკოსი?

თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას­თან ერ­თად პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას აღარ გა­აგ­რძე­ლებს, ამის თა­ო­ბა­ზე ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"გი­ზი­ა­რებთ ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კვლავ და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ვაგ­რძე­ლო ბრძო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად, რის გა­მოც შე­ვე­დი პო­ლი­ტი­კა­ში 2020 წელს.

2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სას გახ­ლდით "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" პარ­ტი­უ­ლი სი­ა­ში უპარ­ტიო წევ­რი და ვმუ­შა­ობ­დი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის ირ­გვლივ.

მე, ისე­ვე რო­გორც ჩემ­მა თორ­მეტ­მა თა­ნა­გუნ­დელ­მა არა­თა­ვი­სუ­ფალ და არა­სა­მარ­თლი­ა­ნად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ არ მი­ვე­ცით ივა­ნიშ­ვი­ლის ერ­თპარ­ტი­ულ პარ­ლა­მენტს ლე­გი­ტი­მა­ცია.

ბუ­ნებ­რი­ვია რე­ჟი­მის მიერ ქვეყ­ნის სა­ში­ნაო და სა­გა­რეო კურ­სის ამოტ­რი­ა­ლე­ბის და მა­სობ­რი­ვი რეპ­რე­სი­ე­ბის ფონ­ზე ვი­ყა­ვი და ვრჩე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში.

ოპო­ზი­ცი­ის შეც­დო­მე­ბი დღეს აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მაა და ამა­ზე ბევ­რი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, თუმ­ცა მთა­ვა­რი შეც­დო­მა არა პარ­ლა­მენ­ტში არ შეს­ვლა, არა­მედ სა­ერ­თო მიზ­ნის ირ­გვლივ ერ­თი­ა­ნი ხედ­ვის არარ­სე­ბო­ბა და ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბაა, მა­შინ რო­დე­საც ქვე­ყა­ნა სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის და­კარ­გვის საფრ­თხის წი­ნა­შე დგას.

კვლავ მტკი­ცედ მჯე­რა, რომ ახა­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რე­შე ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ გზა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა ვერ მოხ­დე­ბა.

ამი­ტომ, გა­ვაგ­რძე­ლებ ბრძო­ლას შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში იმ მიზ­ნის­თვის, რა­საც ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო ჰქვია.მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც მხარს მი­ჭერ­და ამ მიზ­ნის­თვის ბრძო­ლა­ში.მჯე­რა რომ ბო­ლოს მა­ინც ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ".

"ინტერპრესნიუსი"