"როგორ ბედავთ ამ სიტყვების წარმოთქმას? ვინ მოგცათ ამის უფლება?!" - რას წერს ნინი ქარსელაძე? - კვირის პალიტრა

"როგორ ბედავთ ამ სიტყვების წარმოთქმას? ვინ მოგცათ ამის უფლება?!" - რას წერს ნინი ქარსელაძე?

"ქვეყანაში, სადაც 383 566 ადამიანი ებრძვის სიმსივნეს–კიბოს. ქვეყანაში, სადაც ბოლო 4 წელში 78%–ით არის გაზრდილი დაავადებული ადამიანების რიცხვი, ავადმყოფები ხართ, მანიაკები, უჯიშოები და უსულოები," - წერს სოციალურ ქსელში მომღერალი ნინი ქარსელაძე, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლის მხრი­დან ბექა ოდი­შა­რი­ას მი­სა­მარ­თით ნათ­ქვამ სი­ტყვებ­ზე.

"როგორ ბედავთ ამ სიტყვების წარმოთქმას? ვინ მოგცათ ამის უფლება?!! თქვენ ყველა ონკოპაციენტს მიაყენეთ შეურაცხყოფა!!! ყველას!!!!!! არ გაგივლიათ ეს გზა, არ იცით რას ნიშნავს ებრძოლო სიკვდილს!!! არ იცით ყოველი წამის და წუთის ფასი, მაშინ როდესაც შენს თვალწინ საყვარელი ადამიანები მარცხდებიან!!! ყოველი დილა, რომ საჩუქარია და მხოლოდ ამას ნატრობ ასე გაგრძელდეს კიდევ ბევრი წელი.

არავის ვუსურვებ ამ გზის გავლას!!! მაგრამ თქვენი უჯიშობა ყველა ზღვარს გასცდა!!!! ღმერთო გთხოვ, ყველა ონკოპაციენტი გამოაჯანმრთელე!" - წერს ნინი ქარსელაძე.