"ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისია, რომელიც ორგზის არალეგიტიმურია და ორგზის მოღალატეობრივია, ახლა უკვე გახდა სამგზის მოღალატეობრივი და ანტიქართული" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისია, რომელიც ორგზის არალეგიტიმურია და ორგზის მოღალატეობრივია, ახლა უკვე გახდა სამგზის მოღალატეობრივი და ანტიქართული"

დიახ, ეს არის თეას მემ­კვიდ­რე­ო­ბა, ეს არის ბი­ძი­ნას მემ­კვიდ­რე­ო­ბა, ეს არის ან­ტი­ქარ­თუ­ლი, ან­ტი­სა­ოც­ნე­ბო, სა­მარ­ცხვი­ნო და კა­პი­ტუ­ლან­ტუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს, რუ­სულ­მა პრო­პა­გან­დამ გა­ი­მარ­ჯვოს და წა­ა­გოს ქარ­თულ­მა ეროვ­ნულ­მა ინ­ტე­რეს­მა, - ამის შე­სა­ხებ "ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გრი­გოლ გე­გე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მან ასე­ვე შე­ა­ფა­სა ის გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის დას­კვნას რუ­სე­თი­სა და სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან მოჰ­ყვა."მინ­და, კი­დევ ერთ მო­ღა­ლა­ტე­ობ­რივ აქტს გა­მო­ვეხ­მა­უ­რო, რაც იმ გან­გრძო­ბი­თი ტენ­დენ­ცი­ის ნა­წი­ლია, რო­მელ­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი ჰქვია. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ შექ­მნი­ლი ე.წ. სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია, რო­მე­ლიც არა­ლე­გი­ტი­მურ­მა პარ­ლა­მენ­ტმა შექ­მნა არ­სე­ბუ­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით, შე­სა­ბა­მი­სად, ორგზის არა­ლე­გი­ტი­მუ­რია, ორგზის ექ­სტრა­სა­მარ­თლებ­რი­ვია და ორგზის მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვია, ახლა უკვე გახ­და სამ­გზის მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი და ან­ტი­ქარ­თუ­ლი, მა­შინ, როცა რუ­სულ­მა პრო­პა­გან­დის­ტულ­მა მან­ქა­ნამ და სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ე.წ. კო­მი­სი­ის, ე.წ. დას­კვნის ცი­ტი­რე­ბა და­ი­წყეს სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

მინ­და ერთი მცი­რე პა­სა­ჟი მო­ვიყ­ვა­ნო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარ­გად აჩ­ვე­ნებს იმას, თუ რო­გორ უწყობს ხელს წუ­ლუ­კი­ა­ნის ე.წ. კო­მი­სია ან­ტი­ქარ­თუ­ლი, ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დას­კვნე­ბის პრო­პა­გან­დი­რე­ბას და რო­გორ ხდე­ბა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ. ვცი­ტი­რებ, "2008 წლის აგ­ვის­ტო­ში სამ­ხრეთ-ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კი­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი აგ­რე­სი­ი­დან 17 წლის შემ­დეგ, თბი­ლი­სის­გან მო­ვის­მი­ნეთ აღი­ა­რე­ბა, რო­მელ­საც სამ­ხრეთ-ოსე­თი, მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­და“. დიახ, ეს არის თეას მემ­კვიდ­რე­ო­ბა, ეს არის ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას მემ­კვიდ­რე­ო­ბა, ეს არის ან­ტი­ქარ­თუ­ლი, ან­ტი­სა­ოც­ნე­ბო, სა­მარ­ცხვი­ნო და კა­პი­ტუ­ლან­ტუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს იმას, რომ რუ­სულ­მა პრო­პა­გან­დამ გა­ი­მარ­ჯვოს და წა­ა­გოს ქარ­თულ­მა ეროვ­ნულ­მა ინ­ტე­რეს­მა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს, სა­ქარ­თვე­ლო იზო­ლირ­დეს, თქვენ მარ­ტო­ნი დარ­ჩეთ, და­უც­ვე­ლი და მე­გობ­რე­ბის გა­რე­შე ვი­ყოთ. სა­მა­გი­ე­როდ, კრემ­ლის­ტუ­რი პრო­პა­გან­და, სამ­ხრეთ-ოსე­თის ე.წ. გა­მო­ცე­მე­ბი იმით ხა­რობ­დნენ, რომ თურ­მე, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა აღი­ა­რა ის, რა­საც 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­და თურ­მე, ცხინ­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­გან. ჩვენ არა­ერ­თხელ ვნა­ხეთ, თუ რო­გორ იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ან­ტი­ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი რუ­სე­თის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნის მიერ. ეს რე­ჟი­მი ყო­ველ­თვის იდგა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მი­წო­დე­ბის, იმ პო­ზი­ცი­ე­ბის და­კა­ვე­ბის და იმ სუ­ლის­კვე­თე­ბის სამ­სა­ხურ­ში, რაც აწყობ­და კრემლს, მაგ­რამ არ იყო, არ არის და არ იქ­ნე­ბა თქვე­ნი, თქვე­ნი ოჯა­ხე­ბის, სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და გე­გე­ლი­ამ.