"ხალხი გორაკის ძირში, ფუნიკულიორის ფანჯრებიდან ხტებოდა" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი პორტუგალიაში მომხდარ კატასტროფაზე
პორტუგალიის დედაქალაქში ფუნიკულიორის ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. გადარჩენილებს შორის კი არის სამი წლის გერმანელი ბიჭუნა - როგორც ცნობილია, ბიჭის მამა გარდაიცვალა, დედა კი 20-ზე მეტ დაშავებულს შორის არის.
პოლიციის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან პორტუგალიის, სამხრეთ კორეის, შვეიცარიის, კანადის, გერმანიისა და უკრაინის მოქალაქეები.ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რამ გამოიწვია ავარია. დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორმა, Carris-მა, განაცხადა, რომ ყველა ფუნიკულიორი შემოწმდება, მათივე თქმით, საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო. გააგრძელეთ კითხვა