"ირაკლის ოთახის კარს რომ ვაღებდი, ხმამაღლა ვღრიალებდი, “ირაკლი, სად ხარ?" - რას ჰყვება ცისნამი საყვარლიშვილი შვილზე, რომელიც კვლავ აშშ-ში წაიყვანა და რატომ მოითხოვა წარსულში განქორწინება?
მწერალი ცისნამი საყვარლიშვილი – სახელი, რომელიც ბევრისთვის უამრავ ემოციასთან ასოცირდება. წლების განმავლობაში მისი ცხოვრება ღია წიგნივით იყო – ტკივილი, ბრძოლა, იმედგაცრუება, მაგრამ ამავდროულად, უსაზღვრო სიყვარული და გაუტეხელი ნება. ახლა კი, ამერიკაში დიდი ბრძოლის შემდეგ, მისი მთავარი განძი, შვილი – ირაკლი, ისევ მის გვერდითაა.
როგორც თავად ამბობს, ეს მეორე შანსია, რომელიც ღმერთმა მისცა, რათა დაუმტკიცოს საკუთარ თავს, რომ ძლიერი დედაა. ამ ეტაპზე, როცა ცხოვრება ახლიდან დაიწყო და წარსული წარსულს ჩაბარდა, ცისნამი სიყვარულზე, ოჯახზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და იმ გზაზე გვესაუბრება, რომელიც მან ბოლომდე გმირულად გაიარა

- ცისნამი, დიდი ბრძოლის შემდეგ, თქვენი შვილი, ირაკლი, ისევ თქვენთან არის ამერიკაში. რა გრძნობით შეხვდით მის დაბრუნებას?
- ირაკლის დაბრუნებისას დამეუფლა გრძნობა, რომ ხელმეორედ დავიბადე. ძალიან გამახარა და გამაბედნიერა ჩემმა შვილმა. მის გარეშე ფრთა მოტეხილი ვიყავი და ბედნიერებას გემოს ვერ ვატანდი. სულ ძალით ვიცინოდი. საშინელი სტრესული ერთი წელი მქონდა. ჰემპტონების სახლში წასვლა აღარ მინდებოდა. ირაკლის ოთახის კარს რომ ვაღებდი ვღრიალებდი ხმამაღლა, “ირაკლი, სად ხარ?“ - მადლობა უფალს რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. მიყვარს მე ჩემი ბიჭი ძალიან. გააგრძელეთ კითხვა