"ირაკ­ლის ოთა­ხის კარს რომ ვა­ღებ­დი, ხმა­მაღ­ლა ვღ­რი­ა­ლებ­დი, “ირაკ­ლი, სად ხარ?" - რას ჰყვება ცისნამი საყვარლიშვილი შვილზე, რომელიც კვლავ აშშ-ში წაიყვანა და რატომ მოითხოვა წარსულში განქორწინება? - კვირის პალიტრა

"ირაკ­ლის ოთა­ხის კარს რომ ვა­ღებ­დი, ხმა­მაღ­ლა ვღ­რი­ა­ლებ­დი, “ირაკ­ლი, სად ხარ?" - რას ჰყვება ცისნამი საყვარლიშვილი შვილზე, რომელიც კვლავ აშშ-ში წაიყვანა და რატომ მოითხოვა წარსულში განქორწინება?

მწე­რა­ლი ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვი­ლი – სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც ბევ­რის­თვის უამ­რავ ემო­ცი­ას­თან ასო­ცირ­დე­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი ცხოვ­რე­ბა ღია წიგ­ნი­ვით იყო – ტკი­ვი­ლი, ბრძო­ლა, იმედ­გაც­რუ­ე­ბა, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლი და გა­უ­ტე­ხე­ლი ნება. ახლა კი, ამე­რი­კა­ში დიდი ბრძო­ლის შემ­დეგ, მისი მთა­ვა­რი გან­ძი, შვი­ლი – ირაკ­ლი, ისევ მის გვერ­დი­თაა.

რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ეს მე­ო­რე შან­სია, რო­მე­ლიც ღმერ­თმა მის­ცა, რათა და­უმ­ტკი­ცოს სა­კუ­თარ თავს, რომ ძლი­ე­რი დე­დაა. ამ ეტაპ­ზე, როცა ცხოვ­რე­ბა ახ­ლი­დან და­ი­წყო და წარ­სუ­ლი წარ­სულს ჩა­ბარ­და, ცის­ნა­მი სიყ­ვა­რულ­ზე, ოჯახ­ზე, ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და იმ გზა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, რო­მე­ლიც მან ბო­ლომ­დე გმი­რუ­ლად გა­ი­ა­რა

imagetools0-40894-1757166964.jpg

- ცის­ნა­მი, დიდი ბრძო­ლის შემ­დეგ, თქვე­ნი შვი­ლი, ირაკ­ლი, ისევ თქვენ­თან არის ამე­რი­კა­ში. რა გრძნო­ბით შეხ­ვდით მის დაბ­რუ­ნე­ბას?

- ირაკ­ლის დაბ­რუ­ნე­ბი­სას და­მე­უფ­ლა გრძნო­ბა, რომ ხელ­მე­ო­რედ და­ვი­ბა­დე. ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა და გა­მა­ბედ­ნი­ე­რა ჩემ­მა შვილ­მა. მის გა­რე­შე ფრთა მო­ტე­ხი­ლი ვი­ყა­ვი და ბედ­ნი­ე­რე­ბას გე­მოს ვერ ვა­ტან­დი. სულ ძა­ლით ვი­ცი­ნო­დი. სა­ში­ნე­ლი სტრე­სუ­ლი ერთი წელი მქონ­და. ჰემპტო­ნე­ბის სახ­ლში წას­ვლა აღარ მინ­დე­ბო­და. ირაკ­ლის ოთა­ხის კარს რომ ვა­ღებ­დი ვღ­რი­ა­ლებ­დი ხმა­მაღ­ლა, “ირაკ­ლი, სად ხარ?“ - მად­ლო­ბა უფალს რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდა. მიყ­ვარს მე ჩემი ბიჭი ძა­ლი­ან. გააგრძელეთ კითხვა