“ეს ევრობასკეტი ოქროს ასოებით დარჩება ქართული კალათბურთის ისტორიაში!" - რას წერს ზაზა ფაჩულია - კვირის პალიტრა

“ეს ევრობასკეტი ოქროს ასოებით დარჩება ქართული კალათბურთის ისტორიაში!" - რას წერს ზაზა ფაჩულია

"გილოცავთ ბიჭებო, თქვენ ისტორია დაწერეთ!

ეს ევრობასკეტი ოქროს ასოებით დარჩება ქართული კალათბურთის ისტორიაში!" - წერს ზაზა ფაჩულია და საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს, ევრობასკეტის მეოთხედფინალში გადასვლას ულოცავს.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები 80:70 დაამარცხა და ისტორიულ შედეგს მიაღწია, კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში გავიდა.