კარგი ამბავი ფრონტიდან - უკრაინელებმა დონეცკში წინ წაიწიეს - კვირის პალიტრა

კარგი ამბავი ფრონტიდან - უკრაინელებმა დონეცკში წინ წაიწიეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, - ინფორმაციას უკრიანული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ სოფელი ზარეჩნოე გათავისუფლდა და იქ უკრაინის დროშა აღმართეს.

„425-ე ცალკეული შემტევი პოლკის „სკალას“ ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელ ზარეჩნოეზე სრული კონტროლი აიღეს“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"