ზღვისპირეთში კვლავ იწვიმებს? - როდემდე გასტანს ნალექიანი ამინდები საქართველოში - უახლესი პროგნოზი - კვირის პალიტრა

ზღვისპირეთში კვლავ იწვიმებს? - როდემდე გასტანს ნალექიანი ამინდები საქართველოში - უახლესი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, 9 სექტემბრიდან 14 სექტემბრამდე, კვლავ დროგამოშვებით წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან კი, ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).