რა არის ცნობილი ნიკა გაგნიძეზე, რომელმაც საქართველოს ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა? - კვირის პალიტრა

რა არის ცნობილი ნიკა გაგნიძეზე, რომელმაც საქართველოს ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა?

2025 წლის 7 სექ­ტემ­ბე­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი­სა და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის მატჩში ბულ­გა­რეთ­თან, ქარ­თვე­ლებ­მა და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვეს, ან­გა­რი­შით 3:0. ამ გა­მარ­ჯვე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რი ნიკა გაგ­ნი­ძე იყო, რო­მელ­მაც ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში სა­დე­ბი­უ­ტო გოლი გა­ი­ტა­ნა. მის­მა თა­მაშ­მა კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნა, თუ რა დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე მო­თა­მა­შეა გო­რის "დი­ლას“ აკა­დე­მი­ის აღ­ზრდი­ლი, 24 წლის ნა­ხე­ვარმცვე­ლი.

მისი კა­რი­ე­რა, რო­მე­ლიც გო­რი­დან და­ი­წყო, ეტა­პობ­რი­ვად წინ მი­დის და ახალ წარ­მა­ტე­ბებს აღ­წევს რო­გორც საკ­ლუ­ბო, ისე სა­ნაკ­რე­ბო დო­ნე­ზე.

დო­სიე:

ნიკა გაგ­ნი­ძე 2001 წლის 20 აპ­რილს, გორ­ში და­ი­ბა­და

სი­მაღ­ლე: 1,80 მ

სა­თა­მა­შო პო­ზი­ცია - ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­ხე­ვარმცვე­ლი

მიმ­დი­ნა­რე კლუ­ბი: უკ­რა­ი­ნუ­ლი კო­ვა­ლივ­კას "კო­ლო­სი“"ტრანსფერ­მარ­კე­ტის" თა­ნახ­მად, მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 600 000 ევ­როაკა­რი­ე­რუ­ლი

გზა: და­წყე­ბა "დი­ლი­დან“ნიკა გაგ­ნი­ძე გო­რის "დი­ლას“ ძი­რი­თად გუნდს 2018 წელს შე­უ­ერ­თდა. ამ გუნდში მან 116 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა და 21 გოლი გა­ი­ტა­ნა, რი­თაც გუნ­დის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­და. მისი სტა­ბი­ლუ­რო­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ბა გუნ­დის­თვის ნა­თე­ლი გახ­და 2021 წელს, რო­დე­საც ეროვ­ნულ ლი­გა­ში სე­ზო­ნის მე­ო­თხე ფა­ზის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ და­სა­ხელ­და და სიმ­ბო­ლურ გუნდშიც მოხ­ვდა.

2022 წელს ნი­კამ თურ­ქე­თის "სუ­პერ ლი­გის“ კლუბ "უმ­რა­ნი ეს­ფორ­ში“ იჯა­რით გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც 2 მატ­ჩი ითა­მა­შა, თუმ­ცა მა­ლე­ვე გო­რის "დი­ლა­ში“ დაბ­რუნ­და და გუნ­დის კა­პი­ტა­ნიც გახ­და. დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მან კი­დევ უფრო დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა გუნ­დის წარ­მა­ტე­ბა­ში და 2024 წელს ეროვ­ნუ­ლი ლი­გის პირ­ვე­ლი წრის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ და­სა­ხელ­და, ერთი გო­ლი­თა და ხუთი სა­გო­ლე პა­სით.

ტრანსფე­რი უკ­რა­ი­ნა­ში 2024 წლის ივ­ლის­ში ნიკა გაგ­ნი­ძემ კა­რი­ე­რა­ში ახა­ლი თავი და­ი­წყო და უკ­რა­ი­ნულ კლუბ "კო­ლოს კო­ვა­ლივ­კას“ შე­უ­ერ­თდა.

"დიდი მად­ლო­ბა ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი უამ­რა­ვი მო­გო­ნე­ბის­თვის FC Dila Gori გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა კი გულ­შე­მატ­კი­ვარს და რა თქმა უნდა გუნ­დის ფანკლუბს, რომ­ლის მხარ­და­ჭე­რა­საც ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი წარ­მა­ტე­ბე­ბი და მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რამ­დე", - და­წე­რა ნი­კამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იმ­ჟა­მად.

მას კლუბ­თან კონ­ტრაქ­ტი 2027 წლამ­დეა აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი. ვრცლად