რატომ უნდა აირჩიოთ გამოცდილი გუნდი ავტომობილის იმპორტის დროს? - კვირის პალიტრა

რატომ უნდა აირჩიოთ გამოცდილი გუნდი ავტომობილის იმპორტის დროს?

სასურველი მოდელის შერჩევა, დოკუმენტების მომზადება, ბიუჯეტის დაანგარიშება, განბაჟების პროცედურების წარმართვა – ეს მხოლოდ ნაწილია იმ გამოწვევებისა, რაც მანქანის სხვა ქვეყნიდან ჩამოყვანას ახლავს თან. ამიტომ ავტო იმპორტი გამოუცდელი ადამიანისთვის ბევრ სირთულესთან ასოცირდება. მეორე მხრივ, ამ სფეროში მომუშავე ადამიანები და კომპანიები უკვე მარტივად უმკლავდებიან ჩვენ მიერ ჩამოთვლილ გამოწვევებს და პროცესების სწორად დაგეგმვისა და აღსრულების საშუალებით მომხმარებლებს ბევრი საზრუნავის თავიდან არიდებაში ეხმარებიან. სტატიაში, სწორედ ერთ-ერთ მათგანს – Carmark-ს გაგაცნობთ, რომელსაც უკვე 20 წელზე მეტია, ავტომობილები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან საქართველოში ჩამოჰყავს.

რატომ Carmark?

ავტომობილის უცხოეთიდან იმპორტირებისას ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტს შეეძლოს ფარული დაზიანებებისა და ტექნიკური პრობლემების შემჩნევა, რადგან ამ ტიპის დეფექტები ზოგჯერ ფოტო და ვიდეო მასალაში არ ჩანს. Carmark-ის გუნდის უპირატესობა სწორედ ამაშია – ის არა მხოლოდ, უხილავი დაზიანებების ამოცნობას უზრუნველყოფს, არამედ დეტალურად სწავლობს მანქანის ისტორიას VIN კოდისა და სხვა საშუალებების დახმარებით. ამ გზით ის მომხმარებლებს მაქსიმალურად აზღვევს მსგავსი ტიპის რისკებისგან.

ავტომობილის საზღვარგარეთიდან იმპორტირების დროს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ხარჯების სწორად დაანგარიშებაც. ხშირად გამოუცდელი მომხმარებლები სათანადო ყურადღებას არ უთმობენ ტრანსპორტირების ღირებულებას, არ ითვალისწინებენ დაზღვევის, პორტის, საბაჟო მოსაკრებლისა და კონტეინერის ფასებსაც. Carmark კი უზრუნველყოფს ხარჯების წინასწარ დაანგარიშებას და ოპტიმიზირებას. რაც მთავარია, ხარჯთაღრიცხვის სრული პროცესი გამჭვირვალეა მომხმარებლისთვის. ავტომობილის ჩამოყვანისთვის საჭირო დაახლოებითი თანხის გამოთვლაში კომპანიის მიერ შექმნილი განბაჟების კალკულატორი დაგეხმარებათ. Carmark, ასევე, თავის თავზე იღებს დოკუმენტების წარმოებასა თუ იმპორტირებისა და საბაჟო პროცედურების წარმართვას.

ასე რომ, თუ გსურთ, ჩამოიყვანოთ ავტომობილი აშშ-დან, იაპონიიდან, ჩინეთიდან თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, გირჩევთ, მიმართოთ Carmark-ის გამოცდილ გუნდს. გაიარეთ დეტალური კონსულტაცია, შეარჩიეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული ავტომობილი და თავიდან აიცილეთ იმპორტთან დაკავშირებული ყველა საზრუნავი. კომპანიის მომსახურებაზე უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კომპანიის მხარდაჭერის გუნდს. საკონტაქტო ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

R