"9 000 ლარია დაკარგული სალაროდან ინციდენტის შემდეგ. შალვა ტიბუა ეჭვობს, რომ შეცვლილია იარაღი, რითაც ლაშა ბასლანძე თავს დაესხა" - რას აცხადებს "ქვევრის" მფლობელის ადვოკატი - კვირის პალიტრა

"9 000 ლარია დაკარგული სალაროდან ინციდენტის შემდეგ. შალვა ტიბუა ეჭვობს, რომ შეცვლილია იარაღი, რითაც ლაშა ბასლანძე თავს დაესხა" - რას აცხადებს "ქვევრის" მფლობელის ადვოკატი

რეს­ტო­რან "ქვევ­რის" მფლო­ბე­ლი შალ­ვა ტი­ბუა და მისი ად­ვო­კა­ტი, თა­მარ აბე­სა­ძე დღეს, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ია­რა­ღის ამო­საც­ნო­ბად მივ­ლენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ აბე­სა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, მათ კარ­გად იცი­ან ის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რო­მე­ლიც იმ ია­რაღს ჰქონ­და, რომ­ლი­თაც ტი­ბუ­ას მი­მართ თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და. აბე­სა­ძის თქმით, "ქვევ­რის" მე­პატ­რო­ნე ეჭ­ვობს, რომ ამო­ღე­ბუ­ლი ია­რა­ღი არ არის ის, რი­თაც მის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და და ის შე­უც­ვა­ლეს.ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, შე­სა­ბა­მის უწყე­ბას ამ დრომ­დე არა­ვის ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ გა­მო­უკ­ვე­თავს და არც ტი­ბუ­ას­თვის მი­უ­ნი­ჭე­ბი­ათ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი.

"სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ტარ­დე­ბა, ტე­ლე­ფო­ნე­ბი­დან მა­სა­ლე­ბის ამო­ღე­ბა, ექ­სპერ­ტი­ზე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, და­მა­ტე­ბი­თი მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვა ყო­ველ­დღე მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ რეს­ტო­რან „ქვევრში“ მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ბრალ­დე­ბის მხა­რეს არა­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი არ და­უ­ყე­ნე­ბია.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვი­ნაა, რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც არ უნდა იყოს, მაგ­რამ არი­ან თვითმხილ­ვე­ლე­ბი, რო­მელ­თაც მომ­ხდა­რი გა­და­ღე­ბუ­ლი აქვთ. ამას­თან, თვი­თონ რეს­ტო­რა­ნი იყო სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო-სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რით აღ­ჭურ­ვი­ლი, ეს ჩა­ნა­წე­რიც არის ბრალ­დე­ბის მხა­რეს­თან. იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­და­წე­რა, რო­მე­ლიც დარ­ბაზ­ში მომ­ხდარს ასა­ხავს, მხა­რემ მო­ა­ხერ­ხა, თუმ­ცა, როცა პო­ლი­ცი­ა­ში მე­სა­კუთ­რე და სხვა პი­რე­ბი გა­მო­სა­კი­თხად გა­და­იყ­ვა­ნეს, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა მოხ­და - ვის­გან, ამას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს, მისი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი არ შე­მიძ­ლია.

ასე­ვე, ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, სა­ლა­რო­დან და­კარ­გუ­ლია ფული - 9 000 ლარი... ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ამ­ბობს, ანა­ლო­გი­უ­რი რამ მე რომ ჩა­მე­დი­ნა, შე­იძ­ლე­ბა გი­რაო სახ­ვე­წა­რი მქო­ნო­და, ცი­ხის კა­რებს მა­ინც მაჩ­ვე­ნებ­დნენ, „ციმ­ბი­რი სამ­ჯერ მექ­ნე­ბო­და მოკ­რუ­გუ­ლიო“, - აცხა­დებს აბე­სა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე მხა­რის პო­ზი­ცი­ას, რომ ია­რა­ღი სა­თა­მა­შო იყო, ტი­ბუ­ას ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, ეს მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის­თვის სა­ეჭ­ვოა.

"რეს­ტო­რან­ში ია­რა­ღით შეს­ვლა მე­ო­რე მხა­რის მიერ ხდე­ბა, მერე თქვა, რომ ეს სა­თა­მა­შო პის­ტო­ლე­ტი იყო. „ქვევ­რის“ დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მა, რო­მე­ლიც შალ­ვა ტი­ბუ­ას მიერ არის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი, სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლა მო­ახ­დი­ნა, ვი­ნა­ი­დან ვე­რა­ვინ გა­ა­ჩე­რა ის [ბას­ლან­ძე]. რო­გორც შალ­ვა ტი­ბუ­ამ თქვა, ეს სა­თა­მა­შო პის­ტო­ლე­ტი არ იყო. დღეს უნდა წა­ვი­დეთ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ია­რა­ღის ამოც­ნო­ბა უნდა ჩა­ტარ­დეს, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ის იმ ია­რაღს, ვი­ცით რა ნიშ­ნე­ბიც ჰქონ­და მას“, - აცხა­დებს აბე­სა­ძე.

კი­თხვა­ზე, აქვს თუ არა შალ­ვა ტი­ბუ­ას ეჭვი, რომ ია­რა­ღი შე­უც­ვა­ლეს, აბე­სა­ძე და­დე­ბით პა­სუხს სცემს.

"ასე­თი ეჭვი თა­ვად შალ­ვა ტი­ბუ­ას აქვს. ამის სა­ფუძ­ველს იცით რა გვაძ­ლევს? ვი­დე­ო­კად­რებ­ში ნათ­ლად ჩანს, რო­გორ მი­დის ერთ-ერთი პირი ლაშა ბას­ლან­ძეს­თან, რო­გორ არ­თმევს ამ ია­რაღს და რო­გორ მი­აქვს. სა­თა­მა­შო პის­ტო­ლეტს და­მალ­ვა არ სჭირ­დე­ბა, ხომ მარ­თა­ლი ვარ? შემ­დეგ „ია­რა­ღი“ „შემ­თხვე­ვით“ იპო­ვეს - ეს „შემ­თხვე­ვით პოვ­ნაც“ სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვია, ის სა­დღაც, მა­გი­დის ქვეშ შეგ­დე­ბუ­ლი ნა­ხეს. ასე ია­რაღს არა­ვინ კარ­გავს“, - გა­ნა­ცხა­და აბე­სა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 6 სექ­ტემ­ბერს, რეს­ტო­რან „ქვევრში“ სრო­ლა და და­პი­რის­პი­რე­ბა იყო. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბის მი­ხედ­ვით, ლაშა ბას­ლან­ძე, რო­მელ­საც მხა­რე, რო­გორც რეს­ტორ­ნის ყო­ფილ მე­ი­ჯა­რედ მო­იხ­სე­ნი­ებს, ტი­ბუ­ას თავს ია­რა­ღით და­ეს­ხა. შალ­ვა ტი­ბუ­ას ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, ლაშა ბას­ლან­ძე, რო­გორც მე­ი­ჯა­რე, ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს არ ას­რუ­ლებ­და, რის გა­მოც, მფლო­ბელ­მა მას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­უ­წყვი­ტა, აღ­ნიშ­ნულ­მა ფაქ­ტმა კი ლაშა ბას­ლან­ძე გა­ა­ნა­წყე­ნა და რეს­ტო­რან­ში მე­პატ­რო­ნეს თავს და­ეს­ხა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბას­ლან­ძემ გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მას მის „პარტნი­ორ­თან კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­და მისი უღირ­სი საქ­ცი­ე­ლის გამო“. ბას­ლან­ძის თქმით, მან ტი­ბუ­ას შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, თუმ­ცა, და­ზი­ა­ნე­ბამ­დე საქ­მე არ მი­სუ­ლა“. მი­სი­ვე ვერ­სი­ით, „გა­წევ-გა­მო­წე­ვის დროს ტი­ბუ­ას მე­გო­ბარ­მა, თუ დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მა, რა­ღაც გა­ფორ­მე­ბუ­ლი ია­რა­ღით, ჰა­ერ­ში გა­ის­რო­ლა“.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ambebi.ge