"სიმღერის გარდა ცხოვრებაში არც არაფერი გამაჩნია და არც შემიძლია. სულ ვმღერი. 7 საკრავზე ვუკრავ..." - ბიჭი საოცარი ხმით, რომლის ნამღერსაც სოცქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - კვირის პალიტრა

"სიმღერის გარდა ცხოვრებაში არც არაფერი გამაჩნია და არც შემიძლია. სულ ვმღერი. 7 საკრავზე ვუკრავ..." - ბიჭი საოცარი ხმით, რომლის ნამღერსაც სოცქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

რო­გორც ყვე­ლა ბიჭს ფეხ­ბურ­თი მა­საც ბავ­შვო­ბი­დან უყ­ვარ­და, საკ­მა­ოდ კარ­გად თა­მა­შობ­და და დღემ­დე თა­მა­შობს, მაგ­რამ ფეხ­ბურ­თმა მას­ში ისე, რო­გორც სიმ­ღე­რამ, ვერ იძა­ლა. ის და სპორ­ტის სხვა სა­ხე­ო­ბე­ბი მის­თვის მხო­ლოდ ჰო­ბად დარ­ჩა. სიმ­ღე­რას კი 17 წლის ნიკა კუბ­ლაშ­ვი­ლი აპი­რებს, რომ სე­რი­ო­ზუ­ლად გაჰ­ყვეს. მას მარ­თლა გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს. გა­სულ კვი­რას მისი ნამ­ღე­რის ვი­დე­ო­ებ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მთლი­ა­ნად მო­იც­ვა.

ნიკა კუბ­ლაშ­ვი­ლის ახ­ლოს გაც­ნო­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ და ისე მოხ­და, რომ მისი პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვი­უც ჩავ­წე­რეთ. ცო­ტას ღე­ლავ­და, რად­გან მორ­ცხვიც არის. და­ნარ­ჩენს უკვე ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- შენი ვი­დე­ო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და. რას გა­ნიც­დი ამ დროს?

- ცოტა ისე­თი ვარ, ვერ გა­მო­ხა­ტავ ემო­ცი­ებს, გუ­ლის სიღ­რმე­ში კი ძა­ლი­ან მი­ხა­რია. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ მაკ­ლდა, მაგ­რამ ვგრძნობ, რომ მო­მე­მა­ტა.

- მოგ­ვი­ყე­ვი შენ­ზე...

- და­ვი­ბა­დე რუს­თავ­ში, სამი წელი იქ ვცხოვ­რობ­დით, შემ­დეგ სო­ფელ­ში წა­მოს­ვლა მოგ­ვი­წია, ბე­ბია და ბა­ბუა მყავ­და ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აფენ­ში და აქ გად­მო­ვე­დით. იმის მერე აქეთ ვართ. სკო­ლა­შიც აქ ვსწავ­ლობ. მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი ვარ.

- პირ­ვე­ლად რო­დის გა­მოვ­ლინ­და შენ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი?

- სა­დღაც 4 წლი­დან ვმღე­რი. მა­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლე­ბი, არც "იუ­თუ­ბი“ ასე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი... "ბას­ტი-ბუ­ბუს“ სიმ­ღე­რე­ბი­დან მაქვს მუ­სი­კის მოს­მე­ნა და­წყე­ბუ­ლი. ამ სტუ­დი­ის ჩა­ნა­წე­რებს ვუს­მენ­დი. მერე მშობ­ლებ­მა რომ შე­მა­ტყვეს, რომ მუ­სი­კის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს ვი­ჩენ­დი და მო­ნა­ცე­მე­ბი მქონ­და, გა­და­წყვი­ტეს აფენ­ში საკ­რავ­ზე სას­წავ­ლებ­ლად შე­ვეყ­ვა­ნეთ. ეს იმ დრო­ის­თვის უფრო ხელ­საყ­რე­ლი იყო. ად­გი­ლობ­რივ პე­და­გოგ­თან დავ­დი­ო­დი და ფან­დურ­ზე დაკ­ვრას ვსწავ­ლობ­დი.

- შემ­დგომ არა­ვინ იყო ისე­თი, ვინც გე­ტყო­და, რომ შენს მო­ნა­ცე­მებს მეტი და სხვა­ნა­ი­რი გან­ვი­თა­რე­ბა უნ­დო­და?

- ეს უფრო მოგ­ვი­ა­ნე­ბით იყო, როცა გა­ვი­ზარ­დე და შევხდი ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც სწო­რედ ეს მი­თხრა და ამა­ში ხე­ლიც შე­მი­წყო. მას მერე მის გვერ­დით ვარ და ის უკვე ჩემი ოჯა­ხის წევ­რია. ეს ადა­მი­ა­ნი იო­ა­ნე ქარ­თვე­ლია.

- ის, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­სობ­რი­ვად გავ­რცელ­და და მო­ვის­მი­ნეთ, სტუ­დი­ა­ში ჩა­წე­რი­სას არის გა­და­ღე­ბუ­ლი?

- სტუ­დი­უ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი არ არის, ჩემს სახ­ლშია ჩა­წე­რი­ლი. მიკრო­ფონ­ში ვმღე­რი. მას მხო­ლოდ აკუს­ტი­კის ეფექ­ტი აქვს...

სა­უ­ბარ­ში იო­ა­ნე ქარ­თვე­ლი ჩა­ერ­თო. ის ყვარ­ლის კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მე­ლია, ასე­ვე ყვარ­ლის კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხალ­ხო თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი:

- მინ­და მო­გიყ­ვეთ, რო­გორ გა­ვი­ცა­ნი და აღ­მო­ვა­ჩი­ნე ნიკა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყვა­რელ­ში ყო­ველ 8 ნო­ემ­ბერს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლი ილი­ა­ო­ბა იმარ­თე­ბა. ყვარ­ლის კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრმა, რომ­ლის დი­რექ­ტო­რი მაია ზარ­დი­აშ­ვი­ლია, გვი­თხრა, რომ უნდა დაგ­ვე­წყო ილი­ა­ო­ბი­სად­მი მი­ძღვნი­ლი სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მის შექ­მნა. ამის­თვის ახალ­სო­ფელ­ში მოღ­ვა­წე ქალ­ბა­ტონ­მა - თეა დევ­და­რი­ძემ, ახალ­სოფ­ლე­ლი ბავ­შვე­ბი ყვა­რელ­ში შე­სარ­ჩევ ტურ­ზე ჩა­მო­იყ­ვა­ნა, რომ პრო­ექ­ტის­თვის შეგ­ვერ­ჩია. ნი­კუ­შა ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან კია, მაგ­რამ იმის გამო, რომ თე­ას­თან ახ­ლობ­ლობ­და, მან ახალ­სოფ­ლის ან­სამ­ბლთან ერ­თად ისიც წა­მო­იყ­ვა­ნა. ამ ტურ­ზე კო­მი­სია მუ­შა­ობ­და და მათ შო­რის მეც ვი­ყა­ვი. მო­ნა­წი­ლე­ე­ბის არ­ტის­ტიზ­მი, სას­ცე­ნო მოძ­რა­ო­ბა უნდა შე­მე­ფა­სე­ბი­ნა. ვუს­მენ­დით უამ­რავ შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს... მო­რიგ ჯერ­ზე ისე მოხ­და, რომ ტე­ლე­ფონ­ში თავ­ჩახ­რი­ლი ვი­ყა­ვი და უცებ სცე­ნი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლი ნამ­ღე­რი შე­მო­მეს­მა, თავი ავ­წიე და სა­ო­ცა­რი ბიჭი და­ვი­ნა­ხე. მისი ნამ­ღე­რით მო­ვი­ნუს­ხე და ვთქვი, - ამ ახალ­გაზ­რდამ ილი­ა­ო­ბა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იმ­ღე­როს-მეთ­ქი. თუმ­ცა სა­უ­ბა­რი იმა­ზე მა­ინც მი­დი­ო­და, რომ ჩვე­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან არ იყო. მაია ზარ­დი­აშ­ვილ­მა თქვა, - იმ­დე­ნად კარ­გი ახალ­გაზ­რდაა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, სა­ი­დან არის და ნი­კუ­შამ ყვა­რელ­ში, ყვარ­ლის ტბა­ზე, დიდ სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­ულ­ზე იმ­ღე­რა და დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა...

- კარგ დღეს მომ­ხდა­რა მისი სას­ცე­ნო ნათ­ლო­ბა... სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ვი­დე­ო­ებს უკვე აქ­ტი­უ­რად აზი­ა­რე­ბენ...

- კი, ასეა... წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ სხვა­დას­ხვა პრო­ექტს ვა­კე­თებ, მაქვს სა­ავ­ტო­რო პრო­ექ­ტი "ლურ­ჯი აპ­რი­ლიც“, სა­დაც თბი­ლი­სი­დან ცნო­ბილ ხე­ლო­ვა­ნებს ვიწ­ვევთ, არა­ნა­ი­რი ბი­ლე­თი არ იყი­დე­ბა, გა­დავ­სე­ბუ­ლია ხოლ­მე დარ­ბა­ზი. მო­რიგ "ლურ­ჯი აპ­რილ­ზე“ ნი­კას და­ვუ­კავ­შირ­დი და ვუ­თხა­რი, რომ უნდა ჩა­მოხ­ვი­დე-მეთ­ქი... რა თქმა უნდა, გა­ვი­ცა­ნი მისი მშობ­ლე­ბიც და ოჯა­ხე­ბით ისე და­ვახ­ლოვ­დით, რომ სა­ერ­თოდ არ მგო­ნია, რომ გე­ნე­ტი­კუ­რად სხვა­დას­ხვა გვა­რის ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ...

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტო/ვიდეო