"რუსის იმედად თუ ვინმეა, ნუ იქნება! გავიხსენოთ ისტორია - ვახტანგ VI, ერეკლე II, ნოე ჟორდანია, ედუარდ შევარდნაძე..." - აკაკი ასათიანის "სახალხო ინტერვიუ" და რჩევა ხელისუფლებას - კვირის პალიტრა

"რუსის იმედად თუ ვინმეა, ნუ იქნება! გავიხსენოთ ისტორია - ვახტანგ VI, ერეკლე II, ნოე ჟორდანია, ედუარდ შევარდნაძე..." - აკაკი ასათიანის "სახალხო ინტერვიუ" და რჩევა ხელისუფლებას

Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ მო­რი­გი სტუ­მა­რია პო­ლი­ტი­კო­სი აკა­კი ასა­თი­ანი. გთა­ვა­ზობთ გა­და­ცე­მი­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს.

აკა­კი ასა­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე და ეროვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­ლავთ. თა­ვი­დან უზე­ნა­ესს საბ­ჭო­ში ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მო­ად­გი­ლე იყო, ხოლო როცა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე. აკა­კი ასა­თი­ა­ნი შემ­დგომ­ში რამ­დენ­ჯერ­მე პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, მისი პარ­ტი­ის ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე იყო...

ამ ეტაპ­ზე მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი ტი­პის პო­ლი­ტი­კა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ ეს მის აქ­ტი­უ­რო­ბას ნაკ­ლე­ბად სა­ჭი­რო­ებს.

თემო:

- რა იყო და რა არის თქვენ­თვის პო­ლი­ტი­კა?

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეა, ოღონდ, უმა­დუ­რი. არა­ვის უნდა და­ა­მად­ლო, რომ პო­ლი­ტი­კა­ში იყა­ვი... პო­ლი­ტი­კოსს აქვს ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა, მას შე­უძ­ლია, თუ ამის უნა­რი, თვი­სე­ბა აღ­მო­აჩ­ნდა, პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნი­სას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მისი სა­ნუკ­ვა­რი იდე­ა­ლე­ბი, მის­წრა­ფე­ბე­ბი. ჩემ­თვის ასე­თი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა იყო, ისე­ვე რო­გორც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თვის, - ამის­თვის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იბ­რძო­და. ეს არის პო­ლი­ტი­კა... რომ ვამ­ბობ, ეს დარ­გი უმა­დუ­რია-მეთ­ქი, იმას ვგუ­ლის­ხმობ, რომ ხე­ლის­გულ­ზე არა­ვინ გა­ტა­რებს. ამას არც უნდა ელო­დო და თუ ამას ელო­დე­ბი, უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში, იდი­ო­ტი ხარ. არა­ვის უნდა და­ა­მად­ლო, ამ საქ­მე­ში ხომ შენი სურ­ვი­ლით ხარ თუ იყა­ვი, ხომ თვი­თონ იმოქ­მე­დე?!

შე­უც­დომ­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, - ეს უნდა გეს­მო­დეს. ცი­ლის­წა­მე­ბა, ლან­ძღვა, გი­ნე­ბაც კი მო­სუ­ლა, ამის ის­ტო­რი­უ­ლი მა­გა­ლი­თია ზვი­ა­დი, მე­რა­ბი, გია ჭან­ტუ­რია... თუ გე­ში­ნია, თუ გე­რი­დე­ბა, თუ კეკ­ლუ­ცობ და აზი­ზობ, - ვა­ი­მე, რამე არ თქვან, რამე არ და­მაბ­რა­ლონ, ცილი არ დამ­წა­მო­ნო (ეს იმ ცი­ლისმწა­მებ­ლის სინ­დის­ზე იქ­ნე­ბა), ამ საქ­მეს არც კი უნდა გა­ე­კა­რო.

მე გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მქონ­და და მეს­მო­და, რომ ასე იქ­ნე­ბო­და... რო­გორც წესი, მი­ტინ­გებ­ზე ოვა­ცი­ე­ბით მხდე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ისიც ვი­ცო­დი, რომ ყო­ველ­თვის ასე არ იქ­ნე­ბო­და... იმ წლებს არა­ფერ­ზე გავცვლი, ყვე­ლა­ზე მშვიდ ან სვე­ბედ­ნი­ერ ცხოვ­რე­ბა­ზეც კი... ბევრ პრობ­ლე­მას გა­და­ვე­ყა­რე, - ოჯა­ხის­თვის, შვი­ლე­ბის­თვის, მშობ­ლე­ბის­თვის, დის­თვის ვერ ვიც­ლი­დი. ეს ისეთ ბო­ბო­ქარ პე­რი­ო­დებს ახ­ლავს, რო­მელ­შიც მო­მი­წია მოღ­ვა­წე­ო­ბამ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ღმერ­თმა სა­უ­კუ­ნეც რომ მომ­ცეს ცხოვ­რე­ბა, ვი­მე­ო­რებ, არც ერთ წუთს არ გავცვლი. ღირ­და ამის­თვის და­ბა­დე­ბა.

რამ­დენ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ერთ ას­წლე­ულ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქტი. გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში ორ­ჯერ მოხ­და - 1918 წელს და 1991-ში... ხა­ლი­სით უნდა იყო ადა­მი­ა­ნი, უნდა გე­ხა­ლი­სე­ბო­დეს საქ­მე, რა­საც აკე­თებ და ემ­სა­ხუ­რე­ბი.

და­ვი­თი:

- ბა­ტო­ნო აკა­კი, გა­იხ­სენთ 1991 წლის 9 აპ­რი­ლი და უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი... რა მო­ლო­დი­ნი გქონ­დათ იმ დღეს?

- და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა იმ­დე­ნად მი­უწ­ვდო­მე­ლი ჩან­და, 1991 წელს შე­საძ­ლე­ბე­ლი რომ გახ­და, ხალ­ხს მა­ში­ნაც კი არ სჯე­რო­და, მათ შო­რის, ზო­გი­ერ­თი დი­სი­დენ­ტიც არ იჯე­რებ­და... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რის­თვი­საც იბ­რძვი და ის კა­რიბ­ჭე რომ გა­ი­ღე­ბა, - უც­ნა­უ­რი გრძნო­ბაა, თურ­მე რო­გო­რი ყო­ფი­თი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, არა­და, ამ დროს გრან­დი­ო­ზუ­ლი მოვ­ლე­ნაა... გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი გრძნო­ბაა, ამის მსგავ­სი არც მქო­ნია...

თუმ­ცა ფეხ­ბურ­თი, სპორ­ტი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და 1981 წელს "დი­ნა­მომ“ რომ გა­ი­მარ­ჯვა - თასე­ბის თასი რომ მო­ი­გო, მსგავ­სი გან­ცდა არა მარ­ტო მე, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს და თბი­ლისს ჰქონ­და.

1991 წლის 9 აპ­რი­ლის კად­რე­ბი არის და როცა ვუ­ყუ­რებ, სახე წაშ­ლი­ლი მაქვს, ჰალ­სტუ­ხი მოღ­რე­ცი­ლი, თმა აბურ­დუ­ლი... ზვი­ადს გა­და­ვეხ­ვიე, რა­ღაც სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი იყო, სიზ­მრი­დან რომ გა­მო­ფხიზ­ლდე­ბი და სიზ­მა­რი ცხა­დი აღ­მოჩ­ნდე­ბა. დი­დე­ბულ ამ­ბა­ვი გახ­ლდათ!

სოსო:

- ხელი რომ მო­ა­წე­რეთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქტს, ემო­ცი­უ­რად რას გა­ნიც­დი­დით?

- წინა ღა­მეს არ და­მე­ძი­ნა, სვე­ტი­ცხო­ველ­ში წა­ვე­დი, ვი­ლო­ცე. ჩა­მო­ვე­დი და დი­ლით ჩამ­თვლი­მა, შე­მო­ვი­და ბა­ტო­ნი ზვი­ა­დის თა­ნა­შემ­წე და სად ხარ, ბა­ტო­ნი ზვი­ა­დი გე­ლო­დე­ბაო. სად ხარ გე­ნაც­ვა­ლე, ასეთ რა­მე­ზე აგ­ვი­ა­ნე­ბო?! უც­ნა­ი­რი გან­წყო­ბა იყო, სა­ზე­ი­მოც არა, საქ­მი­ა­ნი, სპორ­ტსმე­ნებს რომ აქვთ ხოლ­მე დიდი მატ­ჩე­ბის წინ, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი. თან მშვი­დი ხარ და თან ში­ნა­გა­ნი ამაღ­ლე­ბის გრძნო­ბა გაქვს... ღმერ­თმა მარ­თლა მო­წყა­ლე­ბა უნდა მო­ი­ღოს შენ­ზე, რომ ასეთ დო­კუ­მენტს ხელი მო­ა­წე­რო...

ქეთი:

- ბა­ბუ­ე­ბი რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი გყავ­დათ, ვინ იყ­ვნენ ისი­ნი და რა მი­ზე­ზით იყ­ვნენ დახ­ვრე­ტილ-გა­და­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი? ამან რა კვა­ლი და­ტო­ვა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ზე?

- ბე­ბი­ე­ბი გა­დარ­ჩნენ და მათ გა­ზარ­დეს ჩემი მშობ­ლე­ბი. დე­და­ჩე­მი მამა - და­ვით სვა­ნი­ძე თბი­ლის­ში დახ­ვრი­ტეს. როცა და­ა­პა­ტიმ­რეს, მისი წიგ­ნე­ბიც წა­ი­ღეს და იქი­დან მხო­ლოდ ორი წიგ­ნი გა­დარ­ჩა... ბე­ბი­ას, დე­და­ჩემს დიდ­ხანს არ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ დახ­ვრი­ტეს. მათ ეგო­ნათ, რომ ცო­ცხა­ლი იყო. ვი­ღა­ცე­ბი ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ არ­ხან­გელსკში იყო... არა­და, და­პა­ტიმ­რე­ბი­დან ერთ თვე­ში დახ­ვრი­ტეს. გა­ნა­ჩე­ნი აქა­ურ­მა გა­რეწ­რებ­მა გა­მო­უ­ტა­ნეს, "ტრო­ი­კებს“ რომ ეძახ­დნენ მათ, რო­მელ­თა ხსე­ნე­ბაც არ მინ­და...

გააგრძელეთ კითხვა