განგაში პოლონეთში: მიმდინარეობს სამხედრო ოპერაცია - ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონები შეიჭრნენ - კვირის პალიტრა

განგაში პოლონეთში: მიმდინარეობს სამხედრო ოპერაცია - ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონები შეიჭრნენ

პოლონეთის შეიარაღებულმა ძალების განცხადებით, ჩამოაგდეს დრონები, რომლებმაც დაარღვიეს მათი საჰაერო სივრცე უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს.

„იარაღის განლაგება მოხდა და სამსახურები აქტიურად მუშაობენ ჩამოგდებული ობიექტების ადგილმდებარეობის დასადგენად“, - აღნიშნულია პოლონეთის ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს. პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.

"ინტერპრესნიუსი"