"ბათუმში ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსა, ქუჩები სავსეა ნაგვით, როგორც კი წვიმა მოდის მთელი ეს ნაგავი ჩადის ზღვაში..." - ქართველი ბიზნესმენის მძიმე განცხადება - კვირის პალიტრა

"ბათუმში ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსა, ქუჩები სავსეა ნაგვით, როგორც კი წვიმა მოდის მთელი ეს ნაგავი ჩადის ზღვაში..." - ქართველი ბიზნესმენის მძიმე განცხადება

ბათუმი ხდება ქალაქი, სადაც ცხოვრება, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ნელ-ნელა ჯოჯოხეთს დაემსგავსა,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ უძრავი ქონების სააგენტო G.Miller International Georgia-ს დირექტორმა ნიკოლოზ ურუშაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ბათუმი მაგალითია იმისა, რაც ქალაქის სწრაფ, არასწორ განვითარებას მოჰყვება.

„ბათუმი მაგალითია იმის, რომ სწრაფ განვითარებას, როდესაც ის ქაოტურად მიმდინარეობს, სერიოზული პრობლემები შეიძლება მოჰყვეს. ბათუმმა ძალიან „იხეირა” რუსეთ-უკრაინის ომით, იქ მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმიგრაცია და დაიწყო მოთხოვნის საოცრად გაზრდა, მოსახლეობა გაორმაგდა, რამაც გამოიწვია საოცარი სიმჭიდროვე.

ამას მოჰყვა არასწორი განვითარების ბევრი პრობლემა და ბათუმმა პრობლემის გადაჭრა კოეფიციენტის ზრდით გადაწყვიტა - ათზე მეტი კოეფიციენტი გაიცემოდა მიწებზე, რამაც სრული სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. ქუჩები სავსეა ნაგვით, როგორც კი წვიმა მოდის მთელი ეს ნაგავი ჩადის ზღვაში.

ბათუმი თანდათან ხდება ქალაქი, სადაც ცხოვრება, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც შეჩვეული იყო მშვიდ, წყნარ ქალაქს, სადაც თავისუფლად შეიძლებოდა მოძრაობა, ნელ-ნელა ჯოჯოხეთს დაემსგავსა.

განაგრძე კითხვა