პუტინი სულ გაგიჟდა?! ეს უკვე პოლონეთზე შეგნებული საჰაერო თავდასხმაა - მძიმე საათები ევროპისთვის და რას იზამს ნატო - კვირის პალიტრა

პუტინი სულ გაგიჟდა?! ეს უკვე პოლონეთზე შეგნებული საჰაერო თავდასხმაა - მძიმე საათები ევროპისთვის და რას იზამს ნატო

ეს შემთხვევითობა აღარ არის - ეს ნატოს წევრ პოლონეთზე რუსული კამიკაძე-დრონებით შეგნებული საჰაერო თავდასხმაა...

2025 წლის 10 სექტემბრის გამთენიისას ჩრდილოატლანტიკური ალინსის წევრი პოლონეთის ცაში ამერიკელი და ნიდერლანდელი მფრინავები პოლონელ კოლეგებს ეხმარებოდნენ უცნობი საფრენი აპარატების აღმოჩენა-ჩამოგდებაში...

ყველაფერი ძალიან წააგავდა იმას, რაც ყოველ ღამით ხდება მეზობელი უკრაინის ცაში მეოთხე წელია, როდესაც რუსული რაკეტები და დრონები სისტემატურად ახორციელებენ თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე...

ამჯერადაც ,შემტევი კამიკაძე-დრონები რუსული „გერან-2“-ები (ირანული „შაჰიდ-136“-ის რუსული კლონი) აღმოჩნდნენ, ოღონდ მათი სამიზნეები უკვე პოლონეთის ტერიტორიაზე იყო წინასწარ მონიშნული...

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პოლონეთის მიწაზე ორ-სამჯერ აქამდეც უპოვიათ რუსული წარმოების საბრძოლო საფრენი აპარატების ფრაგმენტები (მათ შორის „ჰაერი-ხმელეთი“ კლასის ბირთვული ქობინის მატარებელი საბჭოთა ფრთოსანი რაკეტა Х-55, რომელიც შეიარაღებაში მხოლოდ რუსეთს დარჩა), მაგრამ ეს უფრო შემთხვევითობის სახეს ატარებდა, როდესაც უკრაინის დასავლეთი საზღვრისკენ გაშვებული რუსული დრონები შემდეგ უკვე პოლონეთის საზღვრისპირა რაიონებში ვარდებოდნენ.

1-pol-1757492746.png
პოლონური F-16-ების მფრინავებს დღეს დილას უკვე საკუთარი ქვეყნის ცაში მოუწიათ რუსულ „გერანებზე“ ნადირობა,იმის ნაცვლად,რომ დასავლეთელ პოლიტიკოსებს აქამდე გაებედათ უკრაინის საჰაერო სივრცეში საბრძოლო პატრულირებაზე გადაწყვეტილების მიღება...

ამ ინციდენტების ამგვარი ახსნა აწყობდა პოლონურ მხარესაც, რომელიც რუმინეთის არ იყოს, ცდილობდა დიდად არ გაემწვავებინა მის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეფრენის საკითხი ,მით უმეტეს მას შემდეგ, რომ ამ რუსულ „გერანებს“ პოლონელი მეზენიტეები ვერ აგდებდნენ და თავად ჩამოვარდნილ რუსულ დრონს ტყეში მონადირე მოგვიანებით შემთხვევით აღმოაჩენდა...

მაგრამ, ამჯერად საქმე სულ სხვანაირად იყო - პოლონეთის საჰაერო სივრცე ერთდროულად დაარღვია ათამდე რუსულმა „გერანმა“ და თანაც არა მარტო უკრაინის, არამედ ბელარუსის მხრიდანაც და მათგან ნაწილს გეზი ჰქონდა აღებული პოლონური ქალაქის ჟეშუვისკენ, სადაც მდებარეობს ის ძირითადი აეროდრომი, რომელიც იღებს ამერიკიდან და დასავლეთ ევროპიდან უკრაინის არმიისთვის გამოგზავნილ სამხედრო საჭურვლით დატვირთულ სატრანსპორტო თვითმფრინავებს.

ჟეშუვის სატრანსპორტო ჰაბი უდიდეს როლს თამაშობს უკრაინის არმიის მომარაგებაში და ამიტომაც რუს გენერლებს მასზე განსაკუთრებული ჯავრი სჭირთ, რაც არ გამორიცხავს, რომ 10 სექტემბრის საჰაერო შეტევის მთავარი სამიზნე, სწორედ ეს პოლონური აეროდრომიც გახლდათ...

2-pol-1757492746.jpg
ღამისეულ ცაში სასტარტოდ გამზადებული „გერან-2“-ები-რუსეთი დღეში 170-190-მდე ასეთ კამიკაძე-დრონს ამზადებს და სრულად ეყოფა მათი როგორც უკრაინისკენ,ისე პოლონეთისა და რუმინეთისკენ „დაუპატიჟებლად სტუმრობისთვის“...

სანამ პოლონელი სამხედროები და პოლიციელები ეძებენ ამ დილას ჩამოგდებული რუსული დრონების ფრაგმენტებს (ერთი რუსული „გერან-2“-ის დეტალები პოლონური ქალაქის ქუჩაზეც კი დაეცა),პ ოლონეთის ხელისუფლება საგანგებო თათბირს ატარებს და მუდმივ კონტაქტშია ნატოს გენერალურ მდივანთან და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, თუ რა სასწრაფო საპასუხო ქმედებები უნდა განახორციელონ...

რუსეთის მხარე, აუცილებლად, ატეგორიულად უარყოფს რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეღწევის ფაქტს და მითუმეტეს არც ბოდიშს მოუხდის ოფიციალურ ვარშავას, მაგრამ რა შეიძლება მოიმოქმედოს ნატომ, როდესაც მისი წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ნამდვილი სამხედრო აგრესიის აქტი განხორციელდა?

ტყუილია იმის მოლოდინი, რომ ნატო კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმს აამოქმედებს ყბადაღებული მეხუთე მუხლის გამოყენებით - უბრალოდ ისევ გაგრძელდება „შეშფოთება-აღშფოთების“ კარგად „ნაცადი“ პოლიტიკა და მიიღებენ გადაწყვეტილებას პოლონეთის დასახმარებლად ერთი-ორი დამატებითი „პეტრიოტის“ გადასროლის შესახებ...

არადა უნდა გაკეთდეს ის, რაზეც ლაპარაკი ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც რუსეთი უკრაინის დასავლეთ,საზღვრისპირა რაიონებზე საჰაერო დარტყმების მიყენებას შეუდგა...

ასევე დაგაინტერესებთ: "შურისძიების დივერსია" - ბუჩას ტრაგედიის მომწყობებს შორეულ ხაბაროვსკში მიაგნეს და...

პენტაგონის "ნათლიმამა" ანუ "მომგვარეთ ომის მინისტრი!" - რას უპირებს ტრამპი პუტინის ძმაკაც მადუროს?!

ქიმიური საფრთხე! რუსებმა უკრაინაში კიდევ ერთი უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს?! - რა ხდება დნიპროს ქუჩებში?

ცუდი ამბები უკრაინის ფრონტიდან: ომმა დნეპროპეტროვსკშიც შეაღწია - რატომ არის ეს ოლქი პუტინის განსაკუთრებული სამიზნე?!

3-pol-1757492745.png
რუსული „გერან-2“-ის შიდაწვის ძრავის ნაწილი,რომელიც 20 აგვისტოს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავიდან 40 კმ-ში იპოვეს მას შემდეგ,რაც ამ რუსულმა კამიკაძე-დრონმა პოლონეთის საჰაერო სივრცეში ასზე მეტი კმ უპრობლემოდ გაიფრინა...

კერძოდ კი, პოლონეთის, გერმანიის, ნიდერლანდებისა თუ ნატოს სხვა წევრი ქვეყნების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები თავისი აღმომჩენი რადიოლოკატორებითა და საზენიტო რაკეტების გამშვები დანადგარებით უნდა განთავსდენენ უშუალოდ უკრაინის დასავლეთ ნაწილში, პოლონეთისა და რუმინეთის საზღვრების სიახლოვეს, რათა ჯერ კიდევ უკრაინის საჰაერო სივრცეში ადრეულად აღმოაჩინონ და დააზიანონ/ჩამოაგდონ ის რუსული ფრთოსანი რაკეტები და კამიკაძე-დრონები, რომლებიც ამ მიმართულებიდან პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიძლება შეფრინდნენ (უნგრეთსა და სლოვაკეთს რუსული დრონების შეტევების საფრხე არ ემუქრებათ, მათი დღევანდელი პოლიტიკური ლიდერების პუტინთან „ჩახუტების“ ფაქტორიდან გამომდინარე).

გარდა ამისა, პოლონეთისა და რუმინეთის გამანადგურებელ ავიაციას, ასევე მათ დამხმარე ნატოს წევრი სხვა ქვეყნების საბრძოლო თვითმფრინავების პილოტებს უნდა დაევალოთ საბრძოლო პატრულირების განხორციელება უკრაინის დასავლეთი ნაწილის საჰაერო ზონაში, რაც სერიოზული დახმარება გახდება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის, რომელსაც ყოველღამე 600-700 რუსული საჰაერო სამიზნის აღმოჩენა და მათ განეიტრალებაზე თავისტეხა უწევს...

აქამდე, იგივე პოლონეთი და რუმინეთი, ისევე როგორც ნატოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა მიწაში თავჩარგული სირაქლემას პოზაში დარჩენას ამოჯობინებდა, ემანდ სიტუცია რუსეთთან ომის დაწყებამდე არ დავძაბოთო...

მაგრამ, დასავლეთის ეს ფრთხილი პოზიცია დღეს დილას საბოლოოდ ჩაფლავდა - რუსეთმა მიზანმიმართული საჰაერო იერიში მიიტანა პოლონეთის საჰაერო სივრცეზე რამდენიმე კამკაძე-დრონის გამოყენებით, რაც შემთხვევითობით ვეღარ აიხსნება და რა საპასუხო რეაქცია ექნება ნატოს? თეთრ სახლს? თუ,პრეზიდენტი ტრამპი იმავეს გაიმეორებს - პუტინი კარგი კაცია, საუკეთესო სატელეფონო საუბრები მაქვს მასთან, ოღონდ როგორც კი ყურმილს დავკიდებ...პუტინი მაშინვე აგრძელებს უკრაინის(და ახლა პოლონეთის)დაბომბვასო...