ნატომ ხმა ამოიღო - რას აცხადებს ალიანსი პოლონეთში რუსული დრონების შეჭრაზე - კვირის პალიტრა

ნატომ ხმა ამოიღო - რას აცხადებს ალიანსი პოლონეთში რუსული დრონების შეჭრაზე

პოლონეთის საჰაერო სივრცეში უამრავი დრონი შევიდა, რომლებსაც პოლონეთისა და ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემები დახვდნენ, - ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერი, ალისონ ჰარტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, ნატო პოლონეთის ხელმძღვანელობასთან კონტაქტზეა და პოლონეთთან მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებს.

შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის დროს, დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. პოლონეთმა დრონების გასანეიტრალებლად ოპერაცია ჩაატარა.

"ინტერპრესნიუსი"