ილონ მასკზე უფრო ფულიანი: ვინ არის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომლის ქონება 393 მილიარდ დოლარს შეადგენს
პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი უდიდესი კომპანია Oracle-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ამერიკელი ბიზნესმენი ლარი ელისონი, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი პირველად გახდა. ამით Bloomberg-ის რეიტინგში ილონ მასკის, თითქმის, ერთწლიანი ლიდერობა დასრულდა.
სააგენტოს ცნობით, 81 წლის ელისონის ქონება ერთ დღეში 101 მლრდ დოლარით მას შემდეგ გაიზარდა, რაც Oracle Corporation-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. ამ შედეგებმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. ეს Bloomberg Billionaires Index-ის მიერ დაფიქსირებული ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდაა.
კერძოდ, ელისონის ქონება 393 მლრდ დოლარს, მასკის კი 384 მლრდ დოლარს შეადგენს. ილონ მასკი უმდიდრესთა სიაში პირველ ადგილს ზედიზედ 300 დღეზე მეტხანს იკავებდა. ის პირველად რეიტინგს 2021 წელს ჩაუდგა სათავეში, შემდეგ ჯეფ ბეზოსთან და ბერნარ არნოსთან დამარცხდა, თუმცა გასულ წელს ლიდერობა დაიბრუნა.