"როდესაც 3 წლის ვიყავი, მამა გარდაიცვალა. ნერვიულობის ფონზე, დედაც დაიღუპა ანევრიზმით... ბებია მზრდიდა. ვიცი, რომ რაც დრო გავა, ის უფრო დაბერდება, მაგრამ მე ამის ნახვა არ მინდა, გამიჭირდება" - ვინ არის 15 წლის ქართველი გოგონა, რომელმაც რუსულ მუსიკალურ შოუში ჟიური აღაფრთოვანა
ქართველმა გოგონამ, თეკლა ეკალაძემ რუსულ მუსიკალურ კონკურსში, “ТЫ СУПЕР!” ჟიური აღაფრთოვანა. 9 წლის გოგონას მიერ შესრულებულმა სიმღერამ ინტერნეტსივრცე დაიპყრო. მისი სიმღერა ათასობით ადამიანმა ნახა.თეკლა 3 წლის იყო, როდესაც მამა ზღვაში დაეხრჩო, 4 წლის შემდეგ კი დედას თავში ანევრიზმა გაუსკდა. ობოლ გოგონას ზაჰესში ბებია ზრდის.
თეკლა ამ კონკურსში მონაწილეობას მეორეჯერ იღებს. პირველად 9 წლის იყო, როცა დიდ სცენაზე წარსდგა და დიდი მოწონება დაიმსახურა.
palitravideo.ge