ტრამპმა პუტინს აგრესორი უწოდა - "რუსეთიდან და უკრაინიდან ამ კვირაში 8 000-მდე ახალგაზრდა ჯარისკაცი დაიღუპა, რუსეთიდან ცოტა უფრო მეტი, რადგან როდესაც აგრესორი ხარ, მეტს კარგავ" - კვირის პალიტრა

ტრამპმა პუტინს აგრესორი უწოდა - "რუსეთიდან და უკრაინიდან ამ კვირაში 8 000-მდე ახალგაზრდა ჯარისკაცი დაიღუპა, რუსეთიდან ცოტა უფრო მეტი, რადგან როდესაც აგრესორი ხარ, მეტს კარგავ"

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი აგრესორად მოიხსენია.

„ამ კვირაში ორივე ქვეყნიდან 8 000-მდე ახალგაზრდა ჯარისკაცი დაიღუპა. ცოტა მეტი რუსეთისგან, მაგრამ როდესაც აგრესორი ხარ, მეტს კარგავ. არ ვიცი, იცით თუ არა ეს, მაგრამ ომში, როდესაც აგრესორი ხარ, მეტს კარგავ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს უკრაინელი და რუსი ჯარისკაცების დანაკარგებზე საუბრისას.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ფიქრობდა.

„შვიდი ომი შევაჩერე და მეგონა, რომ ეს ჩემთვის ადვილი იქნებოდა, მაგრამ რთული აღმოჩნდა“, - განაცხადა ტრამპმა.

"ინტერპრესნიუსი"