რა კადრებს აქვეყნებს კახა კალაძე UFC-ის ჩემპიონთან ერთად (ვიდეო) - "კეთილი იყოს შენი მობრძანება თბილისში, ძმაო" - კვირის პალიტრა

რა კადრებს აქვეყნებს კახა კალაძე UFC-ის ჩემპიონთან ერთად (ვიდეო) - "კეთილი იყოს შენი მობრძანება თბილისში, ძმაო"

UFC-ის ჩე­ჩე­ნი ჩემ­პი­ო­ნი, ხამ­ზატ ჩი­მა­ე­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის ოფი­ცი­ა­ლურ ან­გა­რი­შებ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი­დან ჩანს, მას კა­ლა­ძე მას­პინ­ძლობს.

"კე­თი­ლი იყოს შენი მობ­რძა­ნე­ბა თბი­ლის­ში, ძმაო", - წერს კა­ლა­ძე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არ არის ჩი­მა­ე­ვის პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ხამ­ზა­ტი 2024 წლის დე­კემ­ბერ­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და თბი­ლის­ში. მა­შინ ჩი­მა­ევ­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვებ­საც უპა­სუ­ხა და თქვა, რომ მას­თან მე­გობ­რობს.

კახა კა­ლა­ძე: "ხამ­ზატს რაც შე­ე­ხე­ბა, ის არის მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი. ძა­ლი­ან ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს ქვე­ყა­ნა­ში, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, ალ­ბათ, ნა­ხავ­დით ამის ფოტო-ვი­დეო ამ­სახ­ველ მა­სა­ლებს, თუ რო­გორ ხვდე­ბოდ­ნენ. მე მას­თან ვმე­გობ­რობ, ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და მი­ხა­რია ზო­გა­დად, რომ ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი სტუმ­რო­ბენ ჩვენ დე­და­ქა­ლაქს, ჩვენ ქვე­ყა­ნას. [ჩა­მოს­ვლის] მი­ზა­ნი - არა­ფე­რი, უბ­რა­ლოდ ტუ­რის­ტუ­ლად ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­ვა. რა თქმა უნდა, ჩვენ ახალ­გაზ­რდებს მივ­ცემთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ისე­თი პრო­ექ­ტე­ბი, სა­დაც მათ ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ თა­ვი­ან­თი ნიჭი სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბა­ში გა­მო­ავ­ლი­ნონ და იყ­ვნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი. ვრცლად კომენტარში