"ეს ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა" - რატომ მოხსნა კანდიდატურა კონორ მაკგრეგორმა ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებიდან?
შერეული ორთაბრძოლების ყოფილმა ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და განაცხადა, ირლანდიაში არსებული არჩევნების წესები ნამდვილ დემოკრატიულ კონკურენციას ზღუდავს.
“გულდასმით გააზრებისა და ოჯახის წევრებთან კონსულტაციის შედეგად, მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას ამ საპრეზიდენტო რბოლიდან. ეს ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა, მაგრამ ამ მომენტში სწორი არჩევანია", - დაწერა კონორმა X-ზე.ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნები შვიდ წელიწადში ერთხელ ტარდება და თანამდებობა ძირითადად სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, თუმცა მაკგრეგორი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, “ირლანდიური კულტურის“ შენარჩუნების მიზნით, იმიგრაციას შეზღუდავდა და “ძალაუფლებას ხალხს დაუბრუნებდა“.
კონორი საარჩევნო ბიულეტენში მოსახვედრად ძირითად იმედს თავისი სოციალური მედიის აუდიტორიაზე (მხოლოდ X-ზე 10.7 მილიონ გამომწერი ჰყავს) ასევე ილონ მასკის მხარდაჭერასა და დონალდ ტრამპის მფარველობის გამოყენებაზე ამყარებდა.
მაკგრეგორის მხარდამჭერთა რიგებში ასევე მრავალი ყოფილი სპორტსმენი და მემარჯვენე ამერიკელი კომენტატორია, ტაკერ კარლსონის ჩათვლით. თუმცა ყოფილი მებრძოლი დიდ წინააღმდეგობას წააწყდა,
ირლანდიური კანონმდებლობით ბიულეტენში მოსახვედრად კანდიდატი ან პარლამენტის 20-მა წევრმა, ან ოთხმა ადგილობრივმა საბჭომ უნდა წარადგინოს, რაც კონორის განცხადებით, “საარჩევნო პროცესებს მმართველი წრეების კანდიდატების სასარგებლოდ წარმართავს“ გააგრძელეთ კითხვა