"ეს ად­ვი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა" - რატომ მოხსნა კანდიდატურა კონორ მაკგრეგორმა ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებიდან? - კვირის პალიტრა

"ეს ად­ვი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა" - რატომ მოხსნა კანდიდატურა კონორ მაკგრეგორმა ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებიდან?

შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბის ყო­ფილ­მა ჩემ­პი­ონ­მა, კო­ნორ მა­კგ­რე­გორ­მა ირ­ლან­დი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­დან სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა მოხ­სნა და გა­ნა­ცხა­და, ირ­ლან­დი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის წე­სე­ბი ნამ­დვილ დე­მოკ­რა­ტი­ულ კონ­კუ­რენ­ცი­ას ზღუ­დავს.

“გულ­დას­მით გა­აზ­რე­ბი­სა და ოჯა­ხის წევ­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად, მე ვხსნი ჩემს კან­დი­და­ტუ­რას ამ საპ­რე­ზი­დენ­ტო რბო­ლი­დან. ეს ად­ვი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ამ მო­მენ­ტში სწო­რი არ­ჩე­ვა­ნია", - და­წე­რა კო­ნორ­მა X-ზე.ირ­ლან­დი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი შვიდ წე­ლი­წად­ში ერთხელ ტარ­დე­ბა და თა­ნამ­დე­ბო­ბა ძი­რი­თა­დად სიმ­ბო­ლურ დატ­ვირ­თვას ატა­რებს, თუმ­ცა მა­კგ­რე­გო­რი მო­სახ­ლე­ო­ბას დაჰ­პირ­და, რომ მისი არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, “ირ­ლან­დი­უ­რი კულ­ტუ­რის“ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით, იმიგ­რა­ცი­ას შე­ზღუ­დავ­და და “ძა­ლა­უფ­ლე­ბას ხალ­ხს და­უბ­რუ­ნებ­და“.

კო­ნო­რი სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტენ­ში მო­სახ­ვედ­რად ძი­რი­თად იმედს თა­ვი­სი სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის აუ­დი­ტო­რი­ა­ზე (მხო­ლოდ X-ზე 10.7 მი­ლი­ონ გა­მომ­წე­რი ჰყავს) ასე­ვე ილონ მას­კის მხარ­და­ჭე­რა­სა და დო­ნალდ ტრამ­პის მფარ­ვე­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ამ­ყა­რებ­და.

მა­კგ­რე­გო­რის მხარ­დამ­ჭერ­თა რი­გებ­ში ასე­ვე მრა­ვა­ლი ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნი და მე­მარ­ჯვე­ნე ამე­რი­კე­ლი კო­მენ­ტა­ტო­რია, ტა­კერ კარლ­სო­ნის ჩათ­ვლით. თუმ­ცა ყო­ფი­ლი მებ­რძო­ლი დიდ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას წა­ა­წყდა,

ირ­ლან­დი­უ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ბი­უ­ლე­ტენ­ში მო­სახ­ვედ­რად კან­დი­და­ტი ან პარ­ლა­მენ­ტის 20-მა წევ­რმა, ან ოთხმა ად­გი­ლობ­რივ­მა საბ­ჭომ უნდა წა­რად­გი­ნოს, რაც კო­ნო­რის გან­ცხა­დე­ბით, “სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებს მმარ­თვე­ლი წრე­ე­ბის კან­დი­და­ტე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ წარ­მარ­თავს“ გააგრძელეთ კითხვა