ალისა სააკაშვილის კადრები Pre School-დან - რა ფოტოებს ავრცელებს სოფო ნიჟარაძე? - კვირის პალიტრა

ალისა სააკაშვილის კადრები Pre School-დან - რა ფოტოებს ავრცელებს სოფო ნიჟარაძე?

პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლი, სოფო ნი­ჟა­რა­ძე აქ­ტი­უ­რად უზი­ა­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის, ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტებს. ამ­ჯე­რად, მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შვი­ლის პირ­ვე­ლი სას­კო­ლო დღის ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ფო­ტო­ებს თან ახ­ლდა წარ­წე­რა: First day of Pre School. ნი­ჟა­რა­ძემ არ­ჩე­ვა­ნი კერ­ძო სკო­ლა­ზე გა­ა­კე­თა.

პა­ტა­რა ელის მა­რი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. მისი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი ყო­ველ­თვის დიდი ინ­ტე­რე­სით სარ­გებ­ლობს. ამ­ჯე­რად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სუ­რა­თებ­ზე ჩანს, რომ დე­დის გარ­და, გო­გო­ნა სკო­ლა­ში ბე­ბი­ებ­მა, სოფო ნი­ჟა­რა­ძის დე­დამ და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ მი­ა­ცი­ლეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2021 წლის დე­კემ­ბერ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ორი ვა­ჟის გარ­და, კი­დევ ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი, ელის მა­რია ჰყავ­და. გო­გო­ნა ამე­რი­კა­ში 2020 წლის ზა­ფხულ­ში და­ი­ბა­და. მისი დედა კი მომ­ღე­რა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძე გახ­ლდათ. წყვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. ამ პე­რი­ოდ­ში ექ­სპრე­ზი­დენ­ტი სან­დრა რუ­ლოვსთან ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არ იყო.

ალი­სას და­ბა­დე­ბი­დან ერთ წე­ლი­წად­ში, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ სა­ა­კაშ­ვილს კი­დევ ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი, ჟას­მი­ნი შე­ე­ძი­ნა. ამ­ჯე­რად დედა უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტი, ლიზა იას­კო გახ­ლდათ. ჟას­მი­ნის ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დღემ­დე არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, რად­გან დედა მას მე­დი­ის­გან სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავს.

ambebi.ge