გაუღიმარი კაცის მოგზაურობა საქართველოში - რობერტ რედფორდი თბილისში (ვიდეო)
16 სექტემბერს, ცნობილი ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ფიგურა ჰოლივუდში - რობერტ რედფორდი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა სანდენსში, საკუთარ სახლში, ახლობლების გარემოცვაში.
მსახიობი ორი "ოსკარის" მფლობელი იყო. ერთი მიიღო, როგორც რეჟისორმა და მეორე - კინოში შეტანილი წვლილისთვის.
"კვირის პალიტრის" არქივში ინახება სტატია რედფორდის თბილისში სტუმრობაზე, გთავაზობთ, ასევე, ვიდეოს, სადაც ასახულია მსახიობის ვიზიტი მეტეხის ტაძრის ეზოში, აბანოთუბანში, ძველ თბილისში, სცენაზე...
აი, რას ჰყვებოდა ელდარ შენგელაია რედფორდზე, რომლის მასპინძელი თავად გახლდათ:
"მოვიარეთ მთელი თბილისი. რედფორდმა თონეში პურის ჩაკვრას რომ უყურა, მთხოვა, მეც ჩავაკრავო, ჩააკრა და კინაღამ ჩახტა თონეში, ხელი ვტაცე და დავიჭირე"
ოსკაროსანმა მსახიობმა, 82 წლის რობერტ რედფორდმა 2018 წელს კინოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო - "არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ კინოში თამაშით დავიღალე. მას შემდეგ, რაც 21 წლის გავხდი, მუდმივად ვჩანვარ ეკრანზე და არასდროს დამისვენია. 60-წლიანი კარიერის მანძილზე გამუდმებით გადაღებებზე ვიყავი, ახლა კი დროა დავისვენო", - განაცხადა რედფორდმა. The Old Man& The Gun მისი ბოლო კინოროლია, მანამდე კი, 2017 წელს, ჯეინ ფონდასა და რობერტ რედფორდის წყვილი 37 წლის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ეკრანს და ნეტფლიქსის ახალ რომანტიკულ დრამა - Our Souls at Night-ში ითამაშეს... 1988 წელს ოსკაროსანი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი რობერტ რედფორდი საქართველოში გვეწვია. როგორ გაატარა სამი დღე თბილისში და რა დაამახსოვრდა ყველაზე მეტად? - ამ კითხვებით რეჟისორ ელდარ შენგელაიას მივმართეთ, რომელიც რობერტ რედფორდის მასპინძელი გახლდათ.
პირველი შთაბეჭდილება
ელდარ შენგელაია:
- რობერტ რედფორდი ჩემი პირადი სტუმარი იყო. თავისი მეგობრის, ბიზნესმენ ჯორჯ გარდის თვითმფრინავით ოჯახთან ერთად ჩამოფრინდა. როგორც კი გვესტუმრა, სუხიშვილების კონცერტზე წავიყვანე, ოჯახი კი სასტუმროში დარჩა. დარბაზი იმდენად დიდი ოვაციით შეხვდა, გაოგნდა, რომ აქ იცნობდნენ. დავსხედით ლოჟაში, დაიწყო კონცერტი და გაგიჟდა ქართულ ცეკვაზე, სასწრაფოდ თარჯიმანს სთხოვა, ჩემი ოჯახიც მოიყვანეთ, ეს აუცილებლად უნდა ნახონო. კონცერტის შემდეგ ნინო რამიშვილს სულ ხელები დაუკოცნა. ეს იყო მისი პირველი შთაბეჭდილება საქართველოზე.
რედფორდი დეზერტირების ბაზარში
მოვიარეთ ძველი თბილისი. თონეში პურის ჩაკვრას რომ უყურა, მთხოვა, მეც ჩავაკრავო, ჩააკრა და კინაღამ ჩახტა თონეში, ხელი ვტაცე და დავიჭირე. დეზერტირების ბაზარში მოინდომა გასეირნება ქართული სუნელების საყიდლად, ძალიან მოსწონდა მათი გემო. თვითონაც კარგად ერკვეოდა, იუტის შტატში ცხოვრობდა და იქ ჰქონდა თავისი მეურნეობა. წავიყვანე, რა თქმა უნდა, იცნეს და ფული არ გამოართვეს, გადაირია, რატომ არ მართმევენო? ავუხსენი, რომ ეს პატივისცემის ნიშანი იყო. განაგრძეთ კითხვა