იდენტური კაბინეტები, ფანჯრების გარეშე და "პუტინის პარანოია" - რისი ეშინია რუსეთის პრეზიდენტს? - კვირის პალიტრა

იდენტური კაბინეტები, ფანჯრების გარეშე და "პუტინის პარანოია" - რისი ეშინია რუსეთის პრეზიდენტს?

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მიერ სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მართ გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ზრუნ­ვა სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, თუმ­ცა მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად უკვე შე­იძ­ლე­ბა პა­რა­ნო­ი­ა­დაც ჩა­ით­ვა­ლოს...

35 წლის გლებ კა­რა­კუ­ლო­ვი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ელი­ტა­რუ­ლი პი­რა­დი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის წევ­რი იყო და ამის გამო თავს ომის დამ­ნა­შა­ვედ მი­იჩ­ნევს, ახლა ის მე­უღ­ლე­სა და შვილ­თან ერ­თად რუ­სე­თი­დან არის გაქ­ცე­უ­ლი და უკვე ყო­ფი­ლი “ბო­სის“ პა­რა­ნო­ი­დუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან სა­უბ­რობს.კა­რა­კუ­ლო­ვის თქმით, პუ­ტინს მუდ­მი­ვად სიკ­ვდი­ლის შიში აწუ­ხებს, ამის გამო მან მთე­ლი რიგი უსაფრ­თხო­ე­ბის გეგ­მე­ბი შე­ი­მუ­შა­ვა და ამ გეგ­მე­ბის ერთ ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წილს ე. წ ოფი­სე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცია წარ­მო­ად­გენს.

დიქ­ტა­ტო­რის და­ვა­ლე­ბით სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში მდე­ბა­რე პუ­ტი­ნის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, სოჭ­სა და მოს­კო­ვის მახ­ლობ­ლად ნოვო-ოგა­რი­ო­ვო­ში სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად იდენ­ტუ­რი შეხ­ვედ­რის ოთა­ხე­ბის მო­ა­წყვეს.

putini-1758056401.png

"სა­მი­ვე მათ­გა­ნი ერ­თმა­ნე­თის ზუს­ტი ას­ლია და მი­ნი­მა­ლუ­რი ავე­ჯი აქვთ", - ამ­ბობს კა­რა­კუ­ლო­ვი. ვრცლად