"ტკივილი ისევ აქ არის… სამუდამოდ იცოცხლებ ჩემს გულში" - მარიამ შენგელიამ, მეგობრის ხსოვნას, რომელიც ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლა, სიმღერა მიუძღვნა
„შენი წასვლიდან ერთი თვე გავიდა, მაგრამ ტკივილი ისევ აქ არის… სამუდამოდ იცოცხლებ ჩემს გულში“ - მარიამ შენგელიამ მეგობრის, მარიამ დოხნაძის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა.
ცნობისთვის, უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც მარიამ დოხნაძე ემსხვერპლა, 20 აგვისტოს, ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მოხდა.
ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა და ორივე მათგანს ცეცხლი გაუჩნდა.
შედეგად, ერთ მანქანაში მყოფი 4 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.
ასევე დაგაინტერესებთ: "სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, საშინელება მოხდა. ერთ ეზოში გაზრდილები იყვნენ" - რას ამბობენ ავარიაში დაღუპულ ახალგაზრდებზე ადგილობრივები