"ტკივილი ისევ აქ არის… სამუდამოდ იცოცხლებ ჩემს გულში" - მარიამ შენგელიამ, მეგობრის ხსოვნას, რომელიც ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლა, სიმღერა მიუძღვნა - კვირის პალიტრა

"ტკივილი ისევ აქ არის… სამუდამოდ იცოცხლებ ჩემს გულში" - მარიამ შენგელიამ, მეგობრის ხსოვნას, რომელიც ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლა, სიმღერა მიუძღვნა

„შენი წასვლიდან ერთი თვე გავიდა, მაგრამ ტკივილი ისევ აქ არის… სამუდამოდ იცოცხლებ ჩემს გულში“ - მარიამ შენგელიამ მეგობრის, მარიამ დოხნაძის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა.

ცნობისთვის, უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც მარიამ დოხნაძე ემსხვერპლა, 20 აგვისტოს, ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მოხდა.

ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა და ორივე მათგანს ცეცხლი გაუჩნდა.

შედეგად, ერთ მანქანაში მყოფი 4 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.

ვიდეო იხილეთ ბმულზე

ასევე დაგაინტერესებთ: "სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, საშინელება მოხდა. ერთ ეზოში გაზრდილები იყვნენ" - რას ამბობენ ავარიაში დაღუპულ ახალგაზრდებზე ადგილობრივები

"მე საწყალი და უბედური დედა არ ვარ,მე ამაყი დედა ვარ..." - ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიისას დაღუპული მარიამ დოხნაძის დედა ემოციურ მიმართვას ავრცელებს

"დაწყევლილი" ტრასა: რატომ იქცა უბედურების ზონად ქობულეთის შემოვლითი გზა?! - მევლუდ მელაძის ანალიზი: "ეს არის ფარული, მაგისტრალის ფორმაში გადაცმული მკვლელი გზა"