ათწლეულების ყველაზე გრანდიოზული მიღება: 42-მეტრიანი სავახშმო მაგიდა, 113 წლის კონიაკი და სამი ქალი ყურადღების ცენტრში - როგორ დახვდნენ უინძორები ტრამპს (ფოტოები) - კვირის პალიტრა

ათწლეულების ყველაზე გრანდიოზული მიღება: 42-მეტრიანი სავახშმო მაგიდა, 113 წლის კონიაკი და სამი ქალი ყურადღების ცენტრში - როგორ დახვდნენ უინძორები ტრამპს (ფოტოები)

უინ­ძო­რის სა­სახ­ლემ გა­სულ ღა­მეს ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე გრან­დი­ო­ზულ წვე­უ­ლე­ბას უმას­პინ­ძლა. აშშ-ის პრე­ზი­დენტს, დო­ნალდ ტრამპს, ბრი­ტა­ნეთ­ში მე­ო­რე სა­ხელ­მწი­ფო ვი­ზი­ტის პირ­ვე­ლი დღის ბო­ლოს, სა­მე­ფო ბან­კე­ტით გა­უ­მას­პინ­ძლდნენ.

სა­ნამ პრე­ზი­დენ­ტი და მეფე სა­უბ­რობ­დნენ და დი­დე­ბუ­ლი სუფ­რის ცენ­ტრში ის­ხდნენ, მზე­რა ძი­რი­თა­დად სამ მთა­ვარ ქალ­ბა­ტონ­ზე იყო მი­პყრო­ბი­ლი.

pirveli-37617-1758183303.webp

უელ­სის პრინ­ცე­სა ბრი­ტა­ნე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის, ფი­ლი­პა ლეპ­ლის მიერ შექ­მნი­ლი, ოქ­როს­ფე­რი მაქ­მა­ნი­თა და ხე­ლით ნა­ქარ­გი გრძე­ლი კა­ბით ბრწყი­ნავ­და. მას ამ­შვე­ნებ­და გარ­დაც­ვლი­ლი დე­დოფ­ლის სა­ყუ­რე­ე­ბი და მისი საყ­ვა­რე­ლი Lover's Knot-ის ტი­ა­რა.

aaaa-1758183696.jpg

დე­დო­ფალ კა­მი­ლას სა­მო­სი მთლი­ა­ნად სა­ფი­რო­ნის­ფერ­ში იყო გა­და­წყვე­ტი­ლი - ტი­ა­რა­დან და­წყე­ბუ­ლი, ფი­ო­ნა კლე­რის ნა­ქარ­გი კა­ბის ფე­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

ამავდრო­უ­ლად, პირ­ველ­მა ლე­დიმ, მე­ლა­ნია ტრამპმა, მხრებ­ზე მო­შიშ­ვლე­ბუ­ლი ყვი­თე­ლი კა­ბი­თა და მე­წა­მუ­ლი ფე­რის კონ­ტრას­ტუ­ლი ქამ­რით სა­ღა­მოს თა­ნა­მედ­რო­ვე ელ­ფე­რი შეს­ძი­ნა.

aa33-1758183663.jpg

მე­ფის გა­მოს­ვლა და ამე­რი­კას­თან "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კავ­ში­რი"

რო­დე­საც მეფე სი­ტყვის წარ­მო­სათ­ქმე­ლად წა­მოდ­გა, მან ბრი­ტა­ნე­თი­სა და აშშ-ის „სა­ო­ცა­რი კავ­ში­რის“ სა­დღეგ­რძე­ლო შეს­ვა. თა­ვის სი­ტყვა­ში მო­ნარ­ქმა ხაზი გა­უს­ვა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბულ „უპ­რე­ცე­დენ­ტო პარტნი­ო­რო­ბას“. 76 წლის ჩარლზ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა "ტი­რა­ნი­ა­ზე, რო­მე­ლიც კვლავ ემუქ­რე­ბა ევ­რო­პას“.

ტრამ­პი თან­ხმო­ბის ნიშ­ნად თავს უქ­ნევ­და მე­ფეს, რო­მე­ლიც ამე­რი­კე­ლი ლი­დე­რის­კენ მიბ­რუნ­და და თქვა: "ჩვენ და ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბი ერ­თად ვდგა­ვართ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად, რათა შე­ვა­ჩე­როთ აგ­რე­სია და და­ვიც­ვათ მშვი­დო­ბა".

aaaa-1758183663.webp

ჩარლ­ზის თქმით: "ეს უნი­კა­ლუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა ასა­ხავს ჩვენს ორ დიდ ერს შო­რის არ­სე­ბულ მტკი­ცე კავ­შირს. ამ ურ­თი­ერ­თო­ბამ, რო­მე­ლიც ჩვენს ხალ­ხებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ღრმა მე­გობ­რო­ბით არის გამ­ყა­რე­ბუ­ლი, და რო­მელ­საც ჩვენ და ჩვე­ნი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბიც, კარ­გი მი­ზე­ზე­ბის გამო, "გან­სა­კუთ­რე­ბულს“ ვუ­წო­დებ­დით, თა­ო­ბე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უფრო უსაფრ­თხო და ძლი­ე­რი გაგ­ვხა­და“.

წაიკითხეთ სრულად და იხილეთ ფოტოები