ატირებული ბელა ჰადიდი კლინიკიდან ფოტოებს აქვეყნებს - რა დაემართა სუპერმოდელს: "ბო­დი­ში, რომ ვქრე­ბი ხოლ­მე" - კვირის პალიტრა

ატირებული ბელა ჰადიდი კლინიკიდან ფოტოებს აქვეყნებს - რა დაემართა სუპერმოდელს: "ბო­დი­ში, რომ ვქრე­ბი ხოლ­მე"

ბელა ჰა­დიდ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­ა­ზი­ა­რა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ ის სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­წოლ­ში წევს და ინ­ტრა­ვე­ნურ გა­დას­ხმას იკე­თებს.

ფო­ტო­ებს თან ახ­ლავს წარ­წე­რა: "ბო­დი­ში, რომ ვქრე­ბი ხოლ­მე, მიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა­ნი."

ბე­ლამ რამ­დე­ნი­მე ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მისი ცხოვ­რე­ბის რთუ­ლი ეტა­პია აღ­ბეჭ­დი­ლი და ჩანს, თუ რა გზას გა­დის მო­დე­ლი.

მან ასე­ვე გა­ა­ზი­ა­რა სა­ა­ვად­მყო­ფოს ბა­ღის სუ­რა­თე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მას სტუმ­რო­ბენ და ბან­ქოს თა­მა­შო­ბენ. ბოლო ფო­ტო­ზე, ის ლიფ­ტის კუ­თხე­ში ზის, სვე­ლი თმით და ყა­ვის ჭი­ქით ხელ­ში.

ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მი­ზე­ზი არ სა­ხელ­დე­ბა, ჰა­დიდ­მა 2023 წელს გა­ნა­ცხა­და, რომ ის "სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ჯან­მრთელ­და" "100-ზე მეტი დღე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის ლა­ი­მის, მისი თან­მხლე­ბი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის და თით­ქმის 15 წლის უხი­ლა­ვი ტან­ჯვის" შემ­დეგ.

ჰა­დი­დის დე­დამ, იო­ლან­და ჰა­დიდ­მა, კო­მენ­ტა­რებ­ში მას "ლა­ი­მის მე­ო­მა­რი" უწო­და. მის­მა დამ, ჯიჯი ჰა­დიდ­მა კი და­ა­მა­ტა: "მიყ­ვარ­ხარ! იმე­დი მაქვს, მალე ისე­თი ძლი­ე­რი და ჯან­მრთე­ლი იქ­ნე­ბი, რო­გორ­საც იმ­სა­ხუ­რებ!"

გააგრძელეთ კითხვა