"ძალაუფლების გადაბარება როგორ მოხდება, ამაზე ბევრი სისულელე იწერება და დავწერ, სინამდვილეში როგორ მოხდება" - თამარ ჩერგოლეიშვილის პროგნოზი
"ძალაუფლების გადაბარება როგორ მოხდება, ამაზე ბევრი სისულელე იწერება და დავწერ, სინამდვილეში როგორ მოხდება", - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
"1. მთელი (მართლა მთელი) საქართველო მოცულია მშვიდობიანი პროტესტით, რომელიც "გ ა დ ა დ ე ქ ი"-ს გუგუნებს.
2. მთავრობის ლეგიტიმაცია მთლიანად ძირგამოთხრილია - მისი ნება ვეღარ სრულდება.
3. არალეგიტიმური მთავრობა გადადგება.
4. ორი კვირა არ ინიშნება ახალი მთავრობა და სამთავრობო კრიზისის შედეგად, ავტომატურად ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები რომელიც სამ თვეში ტარდება.
5. ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუტის, სალომე ზურაბიშვილის ქვეშ იქმნება თავისუფალი არჩევნების მოსამზადებელი ტრანზიციის გუნდი, რომელიც ამზადებს ახალ არჩევნებს.(არანაირი ტექნიკური, ან დროებითი მთავრობა - არაარჩეული პირების ხალხის თავზე დასმა კომიკურია და არც გამოვა, ჩაიფუშება - მხოლოდ თავისუფალი არჩევნების მოსამზადებელი ტრანზიციის გუნდი).
6. 3 თვეში ტარდება თავისუფალი არჩევნები და ძალადაბრუნებული ხალხი მანდატს გვანიჭებს პარტიებს, იმისთვის რომ ლეგიტიმური, დემოკრატიული, ხალხის მიერ არჩეული მთავრობა შევქმნათ და ქვეყანა მის ბუნებრივ წიაღში - ევროპაში დავაბრუნოთ.ასე მოხდება, თუ მოხდება", - წერს ჩერგოლეიშვილი.