ენერგოეფექტურობა სამშენებლო სექტორში — საჯარო დისკუსია EBA Georgia-სა და პროკრედიტ ბანკის ორგანიზებით - კვირის პალიტრა

ენერგოეფექტურობა სამშენებლო სექტორში — საჯარო დისკუსია EBA Georgia-სა და პროკრედიტ ბანკის ორგანიზებით

ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA Georgia) და პროკრედიტ ბანკის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია სამშენებლო სექტორში ენერგოეფექტურობის მზარდი მნიშვნელობის შესახებ. ღონისძიებამ გააერთიანა სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), რომელსაც წარმოადგენდა კავკასიის რეგიონული დირექტორი ალკის დრაკინოსი და ინვესტორთა საბჭო, მისი ხელმძღვანელის, გიორგი ჩერქეზიშვილის სახით.

1-1758295674.jpg

შეხვედრის მნიშვნელოვანი თემები იყო ენერგოეფექტური მიდგომების პრაქტიკული გამოყენება, ინოვაციური ტექნოლოგიები და ამ მიმართულებით განხორციელებული გამორჩეული პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს სამშენებლო სექტორში მდგრადი პრაქტიკის დანერგვას. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ადგილობრივი რეგულაციები, ფინანსური და სამართლებრივი სტიმულაციები, აგრეთვე ის სტრატეგიული მიმართულებები, რომლებიც კომპანიებს ეხმარება ოპტიმიზაციის, რესურსების დაზოგვისა და ეკოლოგიური ეფექტიანობის მიღწევაში. დისკუსიისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული უნარების განვითარების მნიშვნელობასა და ახალი მასალების დანერგვის პრაქტიკას, რაც ხელს უწყობს ენერგოეფექტურ სისტემებსა და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.

2-1758295705.jpg

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც საკუთარ გამოცდილება და ხედვები გააზიარეს ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა ბაზალტ ფაიბერსი, დიო, თეთრი კვადრატი, ნოვა და ჯი არ სი. კომპანიებმა წარმოადგინეს საკუთარი გამოცდილება ენერგოეფექტურ პროექტებში. დისკუსიამ წარმოაჩინა, რომ ენერგოეფექტურობა არ არის მხოლოდ ტექნიკური მოთხოვნა — ეს არის ფართო სტრატეგიული ხედვა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება რესურსების დაზოგვას, გარემოს დაცვას და მომხმარებელთა მოთხოვნებზე უკეთ პასუხის გაცემას. მსგავსი პლატფორმების და თანამშრომლობის შესაძლებლობების გაძლიერება მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს სექტორის გრძელვადიან განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.

3-1758295727.jpg

დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო EBA-ს სამშენებლო კომიტეტის როლის წარმოჩენას — ეს არის ღია პლატფორმა სექტორისთვის, რომელიც აერთიანებს კომპანიებს, ინჟინრებს, დარგის სპეციალისტებს და პოლიტიკის ავტორებს. კომიტეტი ხელს უწყობს თანამშრომლობას, ცოდნის გაზიარებას და მიზნად ისახავს ინდუსტრიის სტანდარტების, მდგრადი ინიციატივებისა და გაუმჯობესებული ნორმების განვითარებას.

5-1758295847.jpg

ღონისძიება იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი სექტორისთვის, სადაც საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მიდგომების გაცვლა ხელს უწყობს ენერგოეფექტური სამშენებლო კულტურის ჩამოყალიბებას საქართველოში.

(R)