რა ვითარებაა ბათუმში, სადაც ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა? - კვირის პალიტრა

რა ვითარებაა ბათუმში, სადაც ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა?

ბათუმში სანაპიროზე შტორმა ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად პარკებსა და სკვერებში ხე-მცენარეები წაიქცა. მოქალაქეების ინფორმაციით, ბათუმში რამდენიმე ადგილზე მრავალწლოვანი ხეები საბავშვო სკვერს დაეცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბათუმში ძლიერი ქარი და წვიმა ამ დრომდე გრძელდება.

სანაპიროს ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.