"ახალი ვარსკვლავის დაბადების მომსწრე ვხდებით" - ვახტანგ ლოლუას დიდი გამარჯვება, რომელიც ტრაგიკულად დაღუპულ მეგობარს მიუძღვნა - კვირის პალიტრა

"ახალი ვარსკვლავის დაბადების მომსწრე ვხდებით" - ვახტანგ ლოლუას დიდი გამარჯვება, რომელიც ტრაგიკულად დაღუპულ მეგობარს მიუძღვნა

ზაგ­რებ­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა­ში ვახ­ტანგ ლო­ლუ­ამ (55 კგ) ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

ლო­ლუ­ამ ას­პა­რე­ზო­ბა მერ­ვე­დფი­ნა­ლი­დან და­ი­წყო, ფი­ნა­ლამ­დე ჩი­ნე­ლი ხუ­ო­ინ ში, რუ­მი­ნე­ლი დე­ნის ფლო­რინ მი­ხაი და თურ­ქი მუ­ხა­მედ ჩა­ქი­რი და­ა­მარ­ცხა, გა­დამ­წყვეტ ბრძო­ლა­ში კი ირა­ნელ ახ­მად ბა­ლუ­ტაკს 9:7 სძლია.

18 წლის ვახ­ტანგ ლო­ლუა წარ­მო­შო­ბით ხო­ბი­დან არის. სწო­რედ იმ ქა­ლა­ქი­დან, სა­ი­და­ნაც ნუგ­ზარ წურ­წუ­მია იყო. ანა­ლო­გი­ურ შე­დეგს 2019 წელს სწო­რედ წურ­წუ­მი­ამ მი­აღ­წია და სა­ქარ­თვე­ლოს ოქრო მო­უ­ტა­ნა. მას შემ­დეგ, 6 წე­ლია ბერ­ძნულ-რო­მა­ულ ჭი­და­ო­ბა­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი არ გვყო­ლია.

screenshot-2025-09-20-114410-1758354268.png

"ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი 18 წლის, ვახ­ტან ლო­ლუა! სა­დე­ბი­უ­ტო მსოფ­ლიო! მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი! იგი­ვე ქა­ლა­ქი­დან, იგი­ვე სა­ჭი­დაო სკო­ლი­დან - ნუ­გოს­თვის იყო ეს! პირ­ვე­ლი ზარი ამაყ დე­დას­თან... ემო­ცი­ის გა­რე­შე ამ სი­ხა­რუ­ლის, სი­ა­მა­ყის და გა­მარ­ჯვე­ბის ყუ­რე­ბა უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია. ჩვენ ახა­ლი ვარ­სკვლა­ვის და­ბა­დე­ბის მომსწრე ვხდე­ბით... მად­ლო­ბა ვახო ამ ემო­ცი­ის­თვის" - წე­რენ ახალ­გაზ­რდა ჩემ­პი­ონ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. გააგრძელეთ კითხვა