თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, რა დროსაც სახლში მამაკაცი იმყოფებოდა.

ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განადგურებას ან დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.