პუტინმა აივ ინფექციით, ჰეპატიტით და სხვა დაავადებებით ინფიცირებული ჯარისკაცებისგან შემდგარი დანაყოფები ცხელ წერტილში გაუშვა - რა დეტალები საჯაროვდება
რუსეთმა აივ ინფექციით, ჰეპატიტით და სხვა დაავადებებით ინფიცირებული ჯარისკაცებისგან შემდგარი დანაყოფები ომში საბრძოლველად გაგზავნა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი სამხედრო ექსპერტები ავრცელებენ.
ეს ჯარისკაცები ავადმყოფობის აღმნიშვნელ სამკლავურებს ატარებენ და პოკროვსკის მახლობლად იბრძვიან.
"არსებობს ინფორმაცია, რომ ეს სამხედროები ყველაზე ცხელ წერტილში - პოკროვსკში იმყოფებიან“, - განაცხადა დმიტრო ჟმაილომ, უკრაინის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრის (USCC) აღმასრულებელმა დირექტორმა. გააგრძელეთ კითხვა