ტარიელ ონიანის ვაჟის 500-კაციანი, გრანდიოზული ქორწილის დეტალები - რომელი ცნობილები ესწრებოდნენ წვეულებას
ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ტარიელ ონიანის, მეტსახელად "ტაროს", ვაჟის, უშბა-ბუბა ონიანის გრანდიოზულმა ქორწილმა მცხეთაში, "მარანი ჰოლში“, საზოგადოებისა და მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო. მასშტაბური ზეიმი 500-ზე მეტ სტუმარს ითვლიდა და ყველა დეტალით იყო გამორჩეული, დაწყებული ცნობილი სტუმრებით, დამთავრებული ემოციური მომენტებითა და ტრადიციული რიტუალებით.
უშბამ და მისმა მეუღლემ, რუსი წარმოშობის მაშამ (რომელიც ასევე ცნობილია როგორც მარიამი), ჯვარი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწერეს. ჯვრისწერაზე უშბას ქართული ეროვნული სამოსი, ჩოხა, ეცვა, მაშას, დახურული თეთრი საქორწინო კაბა, რომელიც მოგვიანებით გამოიცვალა.

ქართველი მომღერლები და გავლენიანი სტუმრები
ქორწილის მუსიკალური ნაწილი ვარსკვლავური შემსრულებლებით იყო დატვირთული. სტუმრებს შესასვლელში ტრადიციული სიმღერებით „ქსოვრელები“ ხვდებოდნენ, ხოლო საღამოს განმავლობაში სცენაზე იმღერეს, ნინო ჩხეიძემ, ანსამბლმა შვიდკაცამ და ნინი ქარსელაძემ ქუჩის ბიჭებთან ერთად. ნინი ქორწილის სტუმარი გახლდათ, ის უშბას და მისი დის, გვანცას ახლო მეგობარია. ქორწილში იყვნენ ასევე, ნინის და, ანასტასია ხაჩიძე და მაკა ასათიანის ვაჟი ლევან ჟორდანია. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები