გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა!
ლა ლიგის მეხუთე ტურში „ვილიარეალის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ოსასუნასთან“ ანგარიში გაათანაბრა.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ძალიან აქტიური იყო, პირველ ტაიმში ჯერ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, ცოტა ხანში ახომაში მეკარე ერერასთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი ქართველის დარტყმული ბურთი გოლკიპერმა მოიგერია. მე-40 წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სტუმართა მცველმა როზიემ, პამლონელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, თუმცა კომპენსირებულ დროში პენალტით დაწინაურება შეძლეს.
მეორე ტაიმში „ყვითელმა სუბმარინამ“ ზეწოლა გააძლიერა, განუწყვეტლივ უტევდა, მომენტებს ქმნიდა და მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა. წყარო